სხვა "ჭიდაობა ტალახში" – 2024 (25 ფოტო) 18 ივლისი, 8:38 აშშ–ში, ბოლო დროს, ტრადიციად იქცა, დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, ბრუკლინის რიჯვუდში, "დიდი ამერიკული ტალახის ჭიდაობის შოუს" ("Great American Mud Wrestling Show") გამართვა. რეალურად ეს სპორტული შეჯიბრებაა... მაგრამ, ძალიან ჭუჭყიანი და უფრო, ფერმერულ ტურნირებს მოგაგონებთ, ვიდრე სპორტის სახეობას. თუმცა, მასში სექსუალური გოგონები მონაწილეობენ და არც მაყურებელი აკლიათ. "ჩვენი ატმოსფერო, არც ისე ესადაგება ქალაქის პირობებს — ამბობს October Girl ვოკალისტი და შოუს ერთ–ერთი ორგანიზატორი უილია რუდოლფი — თუმცა, ეს "ხელნაკეთი გრანჟია", რომელიც ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს ძალიან ახალისებს". ასე, რომ, თუ მსგავსი ღონისძიებები მოგწონთ, შეგიძლიათ ჯერ შეჯიბრს დაესწროთ. ხოლო შემდეგ, ბრუკლინის "პანკ-როკ ფესტივალსაც" ეწვიოთ. აქ წარმოდგენილი ფოტოები კი, წლევანდელი "ტალახის ჭიდაობის შოუს" მსვლელობის დროს არის გადაღებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი "სპორტული შეჯიბრის" გამოგონების საავტორო უფლება, ამერიკელებს ნამდვილად არ ეკუთვნით. საქმე იმაშია, რომ სამხრეთ კორეაში, ქ. პორენში, "ზღვის ტალახის ფესტივალი" 1998 წლიდან იმართება და ის ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად, რამდენიმე მილიონ ადამიანს იზიდავს. ფესტივალის დროს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ტალახის აბაზანის მიღება, ტალახიან ბორცვებზე სრიალი და ტალახში ჭიდაობის ტურნირში მონაწილეობა. ქვემოთ სწორედ, ამ ფესტივალის ფოტოებია წარმოდგენილი. * ეს "პრევენციული ომი არ იყო"! – სსრ კავშირთან ომის დაწყების რეალური მიზეზი* ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულნი – ყველაზე დიდი "მაგები", ზოდიაქოს ნიშნებს შორის* ეს ნამდვილი სიგიჟეა – უცნაური ავტომობილები* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?241 2-ს მოსწონს
|