x
მეტი
  • 17.07.2024
  • სტატია:136017
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510295
ყაზანელი იმამი განმარტავს,სწორად როგორ უნდა სცემო ცოლი
image

ქალაქ ყაზანის მეჩეთ "ირეკის" იმამმა თემურ კამაევმა განაცხადა, რომ „ცემა“ ცოლის აღზრდის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამასთან, სასულიერო პირები აფრთხილებს ქმრებს, რომ მოერიდონ ისეთ ცემას, რომელიც სხეულზე სისხლჩაქცევებსა და დაზიანებებს ტოვებს. ის ამბობს, რომ ყურანი სხვა რამეზე საუბრობს - სიმბოლურად მიუთითებს ცოლის დასჯას მისი შეცდომის გამო.



უფრო მეტიც, პირველ რიგში ქმარი უნდა შეეცადოს ცოლის ჭკუაზე მოყვანას და გააფრთხილოს იგი. შემდეგ, თუ მისი ცოლი ამას ვერ გაიგებს, მამაკაცს შეუძლია უარი თქვას მასთან ინტიმურ ურთიერთობაზე და ცალკე დაიძინოს. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში კი ურჩის ცემა ნებადართულია.


ამისთვის იმამი რეკომენდაციას უწევს მისვაკის გამოყენებას, ჯოხი რომელიც გამოიყენება კბილების გასაწმენდად. მაგრამ აი ძალის გამოყენება, საჭირო არ არის.


image


თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ამ რჩევების შემდეგ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაიშალა.


მაგრამ ინტერნეტქსელში უკვე გავრცელდა ეს ვიდეო, ამიტომ მუსულმანები არ დარჩებიან საინფორმაციო ვაკუმში იმის შესახებ, თუ სწორად როგორ უნდა სცემო "ურჩი" ცოლი.





ათიოდე წლის წინ ირანსა და საუდის არაბეთში დაიწყო საკმაოდ უცნაური წიგნის გამოშვება "ისლამური ეტიკეტი". სადაც აღწერილია, თუ როგორ და როდის უნდა სცემონ მამაკაცებმა მათი ცოლები...


წიგნის ავტორს "ქალები ისლამში" მუჰამედ ქამელ მუსტაფას მიაჩნია, რომ ქალი უნდა სცემო არც ისე სქელი ჯოხით, მათ პირველ რიგში უნდა მიაყენო, "არა ფიზიკური, არამედ სულიერი ტანჯვა". ავტორი რეკომენდაციას აძლევს მამაკაცებს ქალს დაარტყან მგრძნობიარე სხეულის ნაწილებში:" სახის, გულმკერდის, მუცლის, თავის და ასე შემდეგ."(დაწვრილებით იხილე <<ამ ბმულზე>>)

0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0