სხვა "22 წელი სცენაზე" სრული ანშლაგით ჩატარებული სოლო-კონცერტი 2024, 17 ივლისი, 11:43 2024 წლის 11 ივლისს ქობულეთის ამფი-თეატრის სცენაზე მცხეთის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კულტურის ცენტრის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "როკვა"-ს 22 წლის იუბილე გრანდიოზული სოლო-კონცერტით აღინიშნა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანსამბლისთვის ეს პირველი სოლო-კონცერტი გახლდათ აჭარის რეგიონში.
კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
16 საცეკვაო პერფორმანსი, არაჩვეულებრივი დადგმები და კოსტუმირება ქართული ცეკვის ენერგიასთან ერთად ქართველი და უცხოელი დამსწრე საზოგადოება ერთ დიდ ეროვნულ ფერხულში ჩააბა. ანსამბლის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო იმერლიშვილი და ქორეოგრაფი ბატონი გიორგი პატაშური დაჯილდოვდნენ უმაღლესი ხარისხის ოქროს მედლებით ქართულ ქორეოგრაფიაში შეტანილი სახელოვნებო წვლილისთვის. სოლო-კონცერტის იდეის ავტორი მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუქნციური ცენტრი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გახლდათ. ხელშემწყობი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია. 46 1-ს მოსწონს
|