x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138939
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
7 შოკისმომგვრელი ფაქტი სამხრეთ კორეის შესახებ, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


სანამ მორიგ ქვეყანაში სამოგზაუროდ გაემგზავრებით საჭიროა ჯერ მისი კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც კი აღმოჩნდეთ. განსაკუთრებით კი თუ ეს აზიის ქვეყნებს ეხება, რადგან აღმოსავლური მენტალიტეტი თავადაც მოგეხსენებათ ჩვენგან რამდენად განსხვავდება. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე სამხრეთ კორეის იმ 7 უცნაური ტაბუს შესახებ მოგიყვეთ, რომელმაც მოუმზადებელი ტურისტი შეიძლება სრულ გაურკველობაშიც კი ჩააგდოს. მაშ ასე...





კაფეში ე.წ. "ჩაის" დატოვება კატეგორიულად იკრძალება


image


თქვენმა ასეთმა ქმედებამ შეიძლება ოფიციანტს თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინოს, ვინაიდან კორეაში მიმტანები ღირსეულ ხელფასს იღებენ, შესაბამისად, არც დამატებითი შემოსავალი სჭირდებათ.



სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭმელი ჩხირების მიმართ


image


მაგალითად, ჩანგლის მსგავსად, მისი საკვებში ჩარჭობა არ შეიძლება, ვინაიდან ამ ჟესტით მზარეულმა შესაძლოა თავი შეურაცხყოფილადაც კი იგრძნოს.




ტუალეტი როგორც კულტი


image


კორეაში, ბუნებრივი მოთხოვნილების განხილვა უხერხულ თემად საერთოდაც არ ითვლება. მეტიც, სეულში ამ მეტად "მნიშვნელოვან" თემას მთელი გასართობი პარკიც კი ეძღვნება.




ქვეყნის მასშტაბით ტატუირება იკრძალება


image


კორეაში, ისევე როგორც აზიის ბევრ სხვა ქვეყანაში, "ბოდი - არტს" არ სწყალობენ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მის გამო შესაძლოა სამსახურშიც კი არ აგიყვანონ. რაც შეეხება ტატუს ოსტატის პროფესიას ის ქვეყანაში არალეგალურად ითვლება.



ნუ დატოვებთ საკვების ნარჩენებს თეფშზე


image


საჭლის ჩხირების მსგავსად, თეფშზე დარჩენილმა საკვებმა შეიძლება დაწესებულების მფლობელსა და მის ხელმძღვანელს თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინოს.



ქვეყანაში ასევე ღრმა დეკოლტეც იკრძალება


image


კორეაში გულმკერდისა და მხრების მოშიშვლება მიღებული არ არის, ვინაიდან ეს ზონები ეროგენულად ითვლება, მაგრამ ფეხების დემონსტრირება ულტრა-მინი ქვედაბოლოებითაც კი სრულიად დასაშვებია.



ნუ მიაშტერდებით ადგილობრივებს


image


ეს ადამიანის პირად სივრცეში შეჭრად ითვლება, ასევე არ შეიძლება უცხო ადამიანებისთვის მათი ნებართვის გარეშე ფოტოს გადაღება. ასე რომ, გაითვალისწინეთ მათთვის უვნებელი ფოტოს გადაღება შეიძლება თქვენი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის მიზეზად კი იქცეს.







0
732
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
732