კონფლიქტები ბინ ლადენის კომპიუტერში აღმოჩენილმა, მსოფლიო აღაშფოთა – რას მალავდა ტერორისტი? 29 ივლისი, 11:10 ტერორისტული ორგანიზაციის ალ-ქაიდას დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი უსამა ბინ ლადენი ყველა დიდისა თუ პატარასთვის კარგად ნაცნობი სახელია. სწორედ მის წევრებს მიაწერეს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული, ნიუ-იორკის სავაჭრო, ტყუპ შენობებზე თავდასხმა.
2011 წლის მაისში ამერიკელი სამხედროების მიერ სპეცოპერაციის "The Spear of Neptune" (ნეპტუნის შუბი, ისარი) შედეგად, რომლის ბრძანებაც ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასცა, ბინ ლადენი პაკისტანში, აბოტაბადში საკუთარ სახლში დაიჭირეს. არც ისე დიდი ხნის წინ CIA- მ დაიწყო სხვადასხვა საიდუმლო არქივების გახსნა. 1 ნოემბერს ოსამა ბინ ლადენის კომპიუტერში არსებული მონაცემები გამოქვეყნდა, რითიც ბოლო ათწლეულის ყველაზე საშინელი ადამიანი ინტერნეტის ვარსკვლავად იქცა. ბინ ლადენის ლეპტოპის მყარ დისკზე აღმოჩენილმა მასალებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ტერორისტების ინტერესები არის ისეთივე, როგორიც სხვა ყველა დანარჩენი ადამიანის. მყარ დისკზე აღმოჩენილი მასალებიდან 174 გეგაბაიტი ვიდეოებს ეკავა; 7, 4 ფოტოებსა და გამოსახულებებს; 18 კი სხვადასხვა ფაილებს, მათ შორისაა ვირუსები, გატეხილი ფაილები და პორნოგრაფია. ყველაზე საოცარი და მოულოდნელი მისი კოლექციიდან ანიმების კრებული იყო: Naruto, Bleach, Final Fantasy и Devil May Cry. იყო ასევე ანიმაციების სერიები: "ტომი და ჯერი", "კოდალა ვუდი" და "ცხვარი შონი". 28 ვიდეო კი ტორტის მორთვისა და ყაისნაღით ქსოვის გაკვეთილებს ეთმობოდა. იყო ასევე სათამაშო აპარატებისა და ძველი კონსოლების ემალატორების კოლექცია, მაგალითად Nintendo DS და იაპონური ეროტიკული თამაშები. ნახეს მისი გამოსვლები და მოსაზრებები მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე აღმოაჩინეს სხვადასხვა სქემები იარაღის მოდერნიზაციისა და მეჩეთის ფოტოსურათების შესახებ. გადაწყვეტით ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ტერორისტს ეკუთვნოდა, რადგან შესაძლოა ლეპტოპით ოჯახის წევრებს ესარგებლათ, ამიტომ დადასტურებით ვერ გვეუბნებიან, რომ აღმოჩენილი ყველა მასალა აუცილებლად მისი პირადული იყო. 936 2-ს მოსწონს
|