x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულნი – ყველაზე დიდი "მაგები",  ზოდიაქოს ნიშნებს შორის

ბავშვობაში, ზღაპრის წაკითხვის, ან ფანტასტიკის ჟანრის ფილმის ნახვის შემდეგ, ადამიანების უმრავლესობას, ალბათ, ჯადოსნურ ჯოხზე, ან ზებუნებრივი შესაძლებლობებზე უოცნებია... და მართლაც, როდესაც ასეთი საშუალება არსებობს, ყველა პრობლემა თავისთავად გვარდება და ნებისმიერი სურვილის შესრულდება შეიძლება.

როგორც ასტროლოგები ირწმუნებიან, პარანორმალური ნიჭი, მხოლოდ კი არ არსებობს, ის ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება. თუმცა, «მაგიის» უნარით, ზოდიაქოს მხოლოდ რამდენიმე ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან დაჯილდოებულნი და როგორც ამბობენ, მათ, ამ მიმართულებით, საკუთარი უნარ–ჩვევების განვითარება შეუძლიათ...


image


საერთოდ, მსგავსი ნიჭი 6 ზოდიაქოს ნიშანს აღენიშნება. არის შემთხვევები, როდესაც ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, რასაც გრძნობენ, სიტყვებით ვერ გადმოსცემენ... თუმცა, წინათგრძნობა მათ, ცხოვრებაში, გარკვეულწილად ეხმარება.

მაგ., სასწორის ნიშნით დაბადებულები, ხშირ შემთხვევაში, ვერც კი ხვდებიან საკუთარი ნიჭის არსებობის შესახებ და მას მხოლოდ შემთხვევით იყენებენ.

მსგავსი სიტუაცია აქვთ მერწყულებსაც. მათ ექსტრასენსორული ნიჭი გააჩნიათ. მაგრამ, ამის შესახებ არ იციან, ან ამ მიმართულების უნარების განვითარება, უბრალოდ, ეზარებათ.

ხოლო, ტყუპებს, საკუთარი ზებუნებრივი შესაძლებლობები, ალბათ, შემჩნეული აქვთ. მაგრამ, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, არასდროს აღიარებენ, რომ საკუთარი მიზნებისთვის, მაგიას მიმართავენ.

რაც შეეხება, ძლიერი, მაგი–ზოდიაქოს ნიშნების სამეულს, მას კირჩხიბი ხსნის. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, საგნების შელოცვის (ჯადოს გაკეთება, მოხსნა..) შეუძლიათ და ადამიანების განკურნების უნარი გააჩნიათ. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი თანდაყოლილ ძალას და ნიჭს განივითარებენ.

მეორე ადგილზე, ვნებიანი და იდუმალი, მორიელები არიან. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მორიელები მაგიისთვის და ჯადოქრობისთვის არიან დაბადებულნი — შეუძლიათ ჯადოს გაკეთება, გარდაცვლილი ადამიანების სულებთან ურთიერთობა და ა. შ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათი მთავარი იარაღი, მაინც ქარიზმაა.

მაგრამ, ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ძლიერები — თევზები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნიშნით დაბადებულები, უბრალოდ მაგები კი არა, ნამდვილი კუდიანები არიან. ასტროლოგების თქმით, ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ზებუნებრივი უნარების განვითარების შემთხვევაში, მომავლის წინასწარმეტყველება, სხვისი აზრები წაკითხვა და სხვა პარანორმალური უნარების გამოვლენა შეეძლებათ.

image

არხის სხვა სიახლეები:


* მითები ჩვენი ორგანიზმის შესახებ, რომლისაც უმრავლესობას სჯერა

* საიდან ჰქონდათ კოსმოსური ხომალდები და ბირთვული რაკეტები ძველ ინდოეთში?

* ქუჩის ფოტოგრაფია – Photography Awards კონკურსის ფინალისტები

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
100
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0