კოსმეტოლოგია ბრაზილიელ ქალს შეყვარებული დაშორდა მას შემდეგ, როცა გაიგო რომ სახის მოვლისთვის მის სპერმას იყენებდა 16 ივლისი, 18:40
ბრაზილიელი ქალი შეყვარებულს დაშორდა მას შემდეგ, როდესაც მან პარტნიორის სპერმის გამოყენება დაიწყო სახის გასაწმენდად. ამის შესახებ მან მოუთხრო გამოცემა Need to Know-სი.
27 წლის ბლოგერი, რომელიც ცნობილია როგორც Malelly, ყინავდა პარტნიორის სპერმას და იყენებდა მას კანის მოვლისთვის ყოველ დილით, ექვსი თვის განმავლობაში. ქალის თქმით, იგი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა ნატურალურ პროდუქტს სახის გასაწმენდად და აფასებდა ეაკულაციის ყველა უპირატესობას. თუმცა, Malelly-ის თქმით, თავის მოვლის მეთოდის გამო, მის ბოიფრენდს ქალის გრძნობებში ეჭვი შეეპარა. ”ის უფრო მომმარაგებლად გრძნობდა თავს, ვიდრე პარტნიორად”, - განმარტა მან. ბლოგერმა თქვა, რომ სპერმამ ნამდვილად გააუმჯობესა მისი კანის მდგომარეობა, სამაგიეროდ პირადი ურთიერთობები შეიწირა. ამჟამად Malelly- ეძებს მამაკაცს, რათა მისი ეაკულაცია კოსმეტიკურ პროდუქტად გამოიყენოს. მან განაცხადა, რომ აღარ სურს პირადი ცხოვრების გართულება. სპერმა სახის კანისთვის მითია თუ სინამდვილე? სამეცნიერო თუ სამედიცინო ლიტერატურაში სპერმას აქვს ერთადერთი დანიშნულება: მიაღწიოს კვერცხუჯრედამდე და გაანაყოფიეროს ის. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია ის რომ, სპერმის წასმა კანზე აქრობს მუწუკებს და ამცირებს ნაოჭებს. ნორვეგიული კომპანია Bioforskning-ი ამზადებს სახის მალამოს, რომელშიც სინთეზირებულია სპერმინი.მისი ფასი250$-ია...კომპანიის მტკიცებით, სპერმა შეიცავს ანიტოქსიდანტს ანუ სპერმინს, რომელიც ამცირებს ნაოჭებს, არბილებს კანს და კურნავს აკნეს. თუმცა ამ პროდუქტის ნატურალურად მიღება სრულიად უფასოდაც არის შესაძლებელი. არსებობს მტკიცებულება, რომ სპერმას გაახალგაზრდავებისთვის ჯერ კიდევ ძველ რომში იყენებდნენ. ახლა ის ასევე გამოიყენება როგორც სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების კომპონენტი. მაგრამ აქ უფრო საუბარია ცხოველის სპერმაზე. ეს არის ცილების, მიკროელემენტების და ჰორმონების (ძირითადად ტესტოსტერონის) კარგი კომპლექსი. თუმცა, არავინ გამორიცხავს ალერგიულ რეაქციებს, ამიტომ აბსოლუტურ სარგებელზე საუბარი უადგილოა. 736 2-ს მოსწონს
|