ასტროლოგია ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტო კაცობრიობის ისტორიაში 16 ივლისი, 17:21
ვფიქრობთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტო კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის პლანეტა დედამიწის გამოსახულება 6 მილიარდი კმ მანძილიდან, გადაღებული Voyager 1-ის ზონდის მიერ 1990 წელს. მოგვიანებით, ამ ფოტოს შთაგონებით, ფიზიკოსმა და ასტონომმა კარლ სეიგანმა დაწერა:
"კიდევ ერთხელ დააკვირდით ამ წერტილს. ის აქ არის. ეს არის ჩვენი სახლი. ეს ჩვენ ვართ. ყველა, ვინც გიყვართ, ყველა, ვისაც იცნობთ, ყველა, ვისზეც ოდესმე გსმენიათ; ყველა ადამიანმა, ვინც ოდესმე არსებობდა, ცხოვრება აქ გაატარეს. უამრავი სიამოვნებით და ტანჯვით, ათასობით თავდაჯერებული რელიგიით, იდეოლოგიით და ეკონომიკური დოქტრინით, ყოველი მონადირე და შემგროვებელი, ყოველი გმირი და მშიშარა, ცივილიზაციების შემქმნელი და დამღუპველი, ყოველი მეფე და გლეხი, ყოველი შეყვარებული წყვილი, ყოველი დედა და მამა, ყოველი უნარიანი ბავშვი, გამომგონებელი და მოგზაური, ყოველი ეთიკის მასწავლებელი, ყოველი მატყუარა პოლიტიკოსი, ყოველი „სუპერვარსკვლავი“, ყოველი „დიდი ბელადი“, ყველა წმინდანი და ცოდვილი ჩვენ ისტორიაში -ცხოვრობდა აქ მზის სხივში შეჩერებულ ლაქაზე. დედამიწა არის ძალიან მცირე სცენა უზარმაზარ კოსმიურ არენაზე. იფიქრეთ ყველა ამ გენერლისა და იმპერატორის მიერ დაღვრილ სისხლის მდინარეებზე, რათა დიდებისა და ტრიუმფის სხივებში ისინი გახმდარიყვნენ ქვიშის მარცვლის ოდენა წერტილის მოკლევადიანი ბატონები. იფიქრეთ ამ წერტილის ერთი კუთხის მაცხოვრებლების მიერ მეორე კუთხის მოსახლეობის მიმართ ჩადენილი გაუთავებელ სისასტიკეზე . იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირია უთანხმოება მათ შორის, იმის შესახებ, თუ რამდენად სურთ ერთმანეთის მოკვლა, იმაზე, თუ რამდენად მწვავეა მათი სიძულვილი. ჩვენი პოზიორობა, ჩვენი წარმოსახვითი მნიშვნელობა, სამყაროში ჩვენი პრივილეგირებული სტატუსის ილუზია - ისინი ყველა ემორჩილება მკრთალ სინათლის ამ წერტილს. ჩვენი პლანეტა მხოლოდ მტვრის მარტოხელა ლაქაა უსასრულო კოსმიურ წყვდიადში. ამ გრანდიოზულ სიცარიელეში არ არის მინიშნება იმისა, რომ ვინმე დაგვეხმარება, რათა გადაგვარჩინოს საკუთარი უმეცრობისგან. დედამიწა ჯერჯერობით ერთადერთი ცნობილი სამყაროა, სადაც სიცოცხლე არსებობს. სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს - ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. მოსანახულებლად - დიახ. კოლონიზაცია - ჯერ ვერა. გინდათ თუ არა, დედამიწა ახლა ჩვენი სახლია. ამბობენ, ასტრონომია ნერგავს მოკრძალებას და აყალიბებს ძლიერ ხასიათს. ალბათ არ არსებობს ადამიანის ბრიყვული ქედმაღლობის უკეთესი დემონსტრირება, ვიდრე ჩვენი პატარა სამყაროს ეს განცალკევებული სურათი. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენს მოვალეობას, ვიყოთ კეთილგანწყობილი ერთმანეთის მიმართ, გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ ეს მკრთალი ლურჯი წერტილი - ჩვენი ერთადერთი სახლი." ცნობისთვის, Pale Blue Dot(მკრთალი ლურჯი წერტილი) —არის პლანეტა დედამიწის ფოტოსურათი, რომელიც 1990 წელს „ვოიაჯერ 1-ის“ კოსმოსურმა ზონდმა რეკორდული მანძილიდან — 6 მილიარდი კოლომეტრიდან გადაიღო, როგორც მზის სისტემის ოჯახური პორტრეტების სერიები. ამ ფოტოსურათში პიქსელის ზომა (კონკრეტულად 0, 12 პიქსელი) დედამიწა უკიდეგანო კოსმოსის ფონზეა ნაჩვენები. „ვოიაჯერ-1-მა“, რომელსაც თავისი მთავარი მისია დასრულებული ჰქონდა და მზის სისტემას ტოვებდა, "ნასას" ბრძანებით კამერა მოაბრუნა და დედამიწას გადაუღო სურათი. ეს სწორედ ზემოთ მოხსენიებულმა ავტორმა, კარლ სეიგანმა(მთავარ ფოტოზე) მოითხოვა. შემდგომში, ფოტოსურათის სათაური კარლ სეიგანმა 1994 წელს თავისი წიგნის მთავარ სათაურად გამოიყენა — „მკრთალი ლურჯი წერტილი: ადამიანის მომავლის ხედვა კოსმოსში“. 587 2-ს მოსწონს
|