x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136004
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510278
მსახიობ გია ფერაძის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

image

1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ ერთი ვერსიით შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი მეუღლე ირინა მიქატაძე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის შვილი. მკვლელობის ბრალდებით ფერაძე სასჯელს იხდიდა ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან (1993) ორიოდე წელში ჭლექით გარდაიცვალა.
ციხეში დაწერა ლექსი თავის ტრაგედიაზე ...
" გაღიმებაც ვერ მოასწრო, ტკივილისგან ვერც იყვირა,
როგორც თოვლი შემომადნა, ხელში ჩემი ციცქნა ირა.
ჩემთვის უნდა დაიწყევლოს, აღდგომა და ყველა კვირა,
მე მიწაში უნდა ვეგდო, შენ ცოცხლობდე ჩემო ირა.
ჩემზე კარგად არვინ იცის ჩემი თავის განაჩენი,
მთავარია ჩემში ცხოვრობ სხვა ჯანდაბას დანარჩენი,
მთავარია, შენზე დარდში, ვილევი და ნელა ვქრები
და რაც უფრო ვიტანჯები უფრო მეტად მენატრები.
ამ საკანში ერთადა ვართ მე და სევდიანი ლანდი,
რისთვის შემიყვარე კარგო მე თუ სიკვდილს მოგიტანდი.
მალე შენსკენ მქროლავ ქარებს, სულს გავატან ჩემო ირა,
ჩვენი სიყვარულის გემი, კლდეს შეასკდა, ჩაიძირა.
ტუსაღი ვარ სულში ყინავს, შენს საფლავზე ვარდი ხარობს,
ჩემო ამომშრალო ცრემლო, ჩემო ამომშრალო წყარო.
ვინ გამიგებს, ვის შევჩივლო? ამ კედლებს თუ რკინის კარებს?!
შენთან წერილს გავატანდი, რომ მოსჩანდეს ცაზე მთვარე.
ნუ შეგაკრთობს მარტოობა შენთან მოვალ, მოვალ მალე!" - გია ფერაძე
0
137
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0