x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136005
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510278
რეზო ლაღიძის და ზურაბ ქაფიანიძის შეხვედრა ინგლისში

image

კომპოზიტორი რეზო ლაღიძე და მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე ერთმანეთს შეხვედრიან ინგლისში. შესულან რესტორანში წასახემსებლად.
მოგეხსენებათ ორივენი კარგი მსმელი და მოქეიფენი იყვნენ. დაკვეთა მიუციათ და ორი ბოთლი ღვინოც შეუკვეთავთ. ქართული სუფრის ტრადიციით შეუყვნენ ნელ ნელა. ცოტა ხანში კიდე ორი ბოთლი დაიმატეს. ორს კიდევ, სამჯერ ორი მიაყოლეს და მორიგი დამატების დროს ოფიციანტი უხმოდ გაბრუნებულა და რესტორნის დირექტორთან შესულა....
-აქ ბატონო, ვიღაც ორი გიჟი ზის, ღვინოს სვამენ და არ თვრებიანო. დაინტერესებულა დირექტორი და გამოსულა დარბაზში და რას ხედავს, ეს ამდენი ცარიელი ბოთლები შემოუწყვიათ ირგვლივ, ერთმანეთისთვის ხელი გადაუხვევიათ და სასიამოვნო შეწყობით ლაზათიანად მღერიან.
დარბაზში მყოფნი ყველანი ფეხზე წამოუდგნენ ქართველ მამულიშვილებს და ტაშით დააჯილდოვეს. ამათმაც ღირსეულად თავი დაუკრეს, დანახარჯი გაასწორეს და ღიღინ ღიღინით იქაურობა დატოვეს, ისე რომ ფეხიც არ შეშლიათ.
0
83
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0