სხვა გოგონამ საყვარელს თითი მოაჭრა და ანაბეჭდით ფული მოპარა დღეს, 18:30 ![]() შეერთებულ შტატებში გოგონა ეჭვმიტანილია საყვარლის მოკვლაში და ცერა თითის მოკვეთაში. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება. აპრილის დასაწყისში, 53 წლის ფაზილ თეკლემარიამს სიცოცხლის ნიშანწყლის გარეშე ვაშინგტონში, პიბოდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში აღმოაჩინეს. მრავლობითი დაზიანებები მიუთითებდა, რომ ვიღაცამ მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. გარდა ამისა, სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ცერა თითი კი მოჭრილი ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე ვერც მოჭრილი თითი იპოვეს და არც თეკლემარიამის ელექტრონული მოწყობილობები ჩანდა. ![]() ქუჩის სათვალთვალო კამერების მეშვეობით ოთხი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომლებიც შევიდნენ თეკლემარიამის ბინაში ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 22 წლის ტიფანი ტეილორ გრეი იყო შესული. ანონიმურმა მოწმემ გამომძიებლებს უთხრა, რომ ის იყო თეკლემარიამის საყვარელი და მასთან ერთად იყო ასევე 19 ოდრი მილერი. ![]() გრეიმ ასევე თეკლემარიამის მოწყობილობებიდან, დახარჯა ფული ალკოჰოლის და ნარკოტიკების შესაძენად, ასევე ტაქსით მგზავრობის საფასური. გრეის და მის თანამზრახველებს ბრალი წაუყენეს და პატიმრობა ემუქრებათ. მთავარ ფოტოზე:ოდრი მილერი(მარცხნივ) და ტიფანი ტეილორ გრეი. 60 2-ს მოსწონს
|