x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვანგას წინასწარმეტყველება: თუ ამ 4 ნივთიდან ოჯახში ერთ-ერთი გაფუჭდა, ელოდეთ უბედურებას!

image


იყავით ფრთხილად!!!


ვანგა - გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნათელმხილველი და იდუმალი პიროვნებაა. როგორც ამბობენ, მან იწინასწარმეტყველა ისეთი მასშტაბური მოვლენები, როგორიცაა სსრკ-ს დაშლა, მეორე მსოფლიო ომის დაწყება და კოროვირუსული პანდემია. ამავდროულად, წინასწარმეტყველი საუბრობდა ისეთ ნივთებზეც, რომელთა გაფუჭებამ შეიძლება ადამიანს უბედურება მოუტანოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მათ დროულად არ შეაკეთებს.



საათი


image


მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში დროს ჩვენ უფრო მეტად ვიგებთ ჩვენი ტელეფონის საათის საშუალებით, ბევრ ოჯაში ჯერ კიდევ არის კლასიკური კედლის ან მაგიდის საათი. ნათელმხილველი ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას გაფუჭებულ საათზე მოუწოდებს. "გაფუჭებული საათი მკვდარ დროს აჩვენებს. საათს ვერ შეაკეთებთ ისევე, როგორც დაავადებას ვერ განკურნავთ", - ასე ამბობდა ნათელმხილველი. ბევრი ეზოთერიკოსი ვანგას ამ მოსაზრებას სრულად ეთანხმება. მათ მიაჩნიათ, რომ გაფუჭებული საათი მისი მფლობელის გარდაუვალ წარუმატებლობაზე მოასწავებს.



ნათურა


image


თითოეულ ჩვენგანს ალბათ, სახლში ნათურა არაერთხელ გადაწვია. ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ თქვენ დროულად უნდა შეცვალოთ ის, თუმცა თუ ეს გარკვეული სიხშირით ხდება, მაშინ უნდა გაფრთხილდეთ. საქმე იმაშია, რომ გადამწვარი ნათურა შეიძლება გამოუთქმელი წყენის ნიშანი იყოს, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს, სანამ მას ოჯახში კიდევ უფრო სერიოზული უთანხმოება გამოუწვევია, თუმცა სახლში ნათურების ხშირი დაწვა შეიძლება სხვა რამესაც ნიშნავდეს. შესაძლოა ამის მიზეზი ნაცნობის გაბრაზება და შური იყოს, რომელთანაც კარგი ურთიერთობას აწყობა რატომღაც ვერ შეძელით.





კარები


image



"კარი ჭრიალებს - შემოსავალს მპირდება. კარებს დავზეთავ - სიმდიდრეს მოვიტან", - ამბობდა ვანგა, და მართლაც, კარები აბსოლუტურად ყველა სახლის დაცვაა. თუ კარი დაკეტილია, მაშინ უცხო პირებს შიგნით შესვლა და ადამიანის შეწუხება არ შეუძლიათ, თუმცა თუ რაიმე მიზეზით კარები გაფუჭდა, მაშინ არ უნდა დატოვოთ ის სათანადო ყურადღების გარეშე. იმ შემთხვევაში როცა კარი დახურვისას კარგად არ იხურება, თქვენ უნდა გადახედოთ თქვენი ცხოვრების პრიორიტეტებს. შესაძლოა, ადამიანი სწორი მიზნისკენ არ ისწრაფვოდეს, მაგრამ თუ საკეტი გატეხილია, მაშინ ეს შეიძლება გარშემომყოფთა ცუდი განზრახვის ნიშანი იყოს.



ონკანი


image


ონკანის დაზიანება ან კანალიზაციის გაჭედვა - სულაც არ არის ისეთი უვნებელი რამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ პატრონის ენერგეტიკული რეზერვები ძალიან სწრაფად იხარჯება და აღდგენას ვერ ასწრებს. ქრონიკული დაღლილობა და გაღიზიანებადობა - მხოლოდ პირველი თანამგზავრია იმ ადამიანის, რომელსაც ამასთან პრობლემები აქვს. საბოლოო ჯამში, ენერგორესურსების ნაკლებობამ შეიძლება ავადმყოფობაც კი გამოიწვიოს. თუ კანალიზაცია გაიჭედა და ოჯახში ეს ძალიან ხშირად ხდება, უნდა იფიქროთ იმაზე, ხომ არ გყავთ გარშემო ვინმე არაკეთილისმსურველი ადამიანი. სავსებით შესაძლებელია ასეთი პიროვნება მართლაც არსებობდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტოთ.





0
475
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
475