ფოტოგრაფია ქუჩის ფოტოგრაფია – Photography Awards კონკურსის ფინალისტები 16 ივლისი, 8:09
ყოველწლიურმა ღონისძიებამ — Photography Awards, რომელიც ფოტოგრაფიის ხელოვნების პოპულარობას ეწევა, კვლავ გაგვაოცა, ქუჩაში გადაღებული კადრების უახლესი კოლექციით.
ქალაქის ხმაურიანი პეიზაჟებიდან დაწყებული, ყოველდღიური ცხოვრების გულწრფელი მომენტებით დამთავრებული — თითოეული ფოტო, უნიკალურ ისტორიას მოგვითხრობს და ქუჩაში ცხოვრების სილამაზეს, სირთულეს და მრავალფეროვნებას აღბეჭდავს... ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მორიგ ჯერზე, უსაზღვრო ნიჭის და კრეატიულობის დემონსტრირება მოახდინეს. მათ კონკურსზე, ფოტოები წარმოადგინეს, რომლებზეც ქალაქის ცხოვრების არსი აღბეჭდეს და დამთვალიერებელს ქუჩის ფოტოგრაფიის მრავალფეროვან და დინამიკურ სამყაროში შეხედვის საშუალება მისცეს. აქ კი, კონკურსში მონაწილე ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრებს წარმოგიდგენთ: 1. "საყვარელი კატა", Roman Bevzenko, კვიპროსი 2. "ვიდრე ქალაქს სძინავს...", Erol Yılmaz, თურქეთი 3. "დამალულები", Asako Naruto, ესპანეთი 4. "მყუდრო გარემო", Abdu Zaki, ეგვიპტე 5. "საამქრო", Manolis Soulos, საბერძნეთი 6. "მისტერ ღორი", Marian Plaino, რუმინეთი 7. "თეთრი სილამაზე", Nurlan Tahirli, აზერბაიჯანი 8. "სამკუთხედები", Karim Mohamad Jleba, შვედეთი 9. "უბნის კოლორიტი", Mahmud Makki, ეგვიპტე, კაირო 10. "ქარის წისქვილი", Amirhossein Yousefi Keysari, ირანი 11. "ლავაპიესი", Victor Manuel Alvarez Vicente, ესპანეთი 12. "ჰალდის ფესტივალი", Kr Pankaj, ინდოეთი 13. "მოზაიკა", Saurabh Sirohiya, ინდოეთი 14. "მოგზაურობა დროში", Mohammad Esteki, ირანი 15. "გრაფიკა", Kmon Nguyen, ვიეტნამი 16. "შინაური ცხოველების ბაზარი", Saikat Chanda, ინდოეთი 17. "ლოდინი", Pushpita Chowdhury, ინდოეთი 18. "ენერგია", Marian Plaino, რუმინეთი 19. "ზეციური სხივი", Lodi Rafael Pertovt, ავსტრალია 20. "ფოტო ჩარჩოში", Priti Patel, ინდოეთი არხის სხვა სიახლეები:* არ არის გამორიცხული, რომ მარსზე ადამიანები დღემდე ცხოვრობდნენ...* სხეული – მხოლოდ გარსია, ხოლო სული... – ტიბეტური «მიცვალებულების წიგნი» სულის შესახებ* აჭირო მომენტში გადაღებული სახალისო ფოტოები* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?179 1-ს მოსწონს
|