x
მეტი
  • 15.08.2024
  • სტატია:136544
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510803
ამერიკული კანონი ძალზე მკაცრია-25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ორ მასწავლებელს მოსწავლეებთან ინტიმური კავშირის გამო

image

აშშ-ში ორ მასწავლებელს დაადანაშაულეს მოსწავლეების ცდუნებაში და უწოდეს "სექსით შეპყრობილები"

ჯორჯიის შტატში ორ მასწავლებელს, რომლებსაც სექსი ჰქონდათ სამ სკოლის მოსწავლესთან, „ბიჭებით შეპყრობილები“ უწოდეს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

რეილი გრისონსა და ბრუკლინ შულერს, რომლებიც მუშაობდნენ კალჰუნის ოლქის სკოლებში, 27 ივნისს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში წაუყენეს ბრალი.

გამოძიების ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის იანვრამდე სამი მოზარდი დაზარალდა მასწავლებლების ქმედების შედეგად. ირკვევა, რომ ამ ხნის განმავლობაში გრისონს ჰქონდა სექსი ერთ მოსწავლესთან, ხოლო შულერს ორთან.

image

გაირკვა, რომ დაკავებულები ახლო მეგობრები იყვნენ, სკოლაში პროვოკაციულად იქცეოდნენ და ბიჭებთან სექსუალური კონტაქტი „დროის საკითხი იყო“.

„ისინი უბრალოდ პატარა ბიჭებით იყვნენ გატაცებულნი. სკოლაში კი ეს ყველამ იცოდა და ამაზე ხუმრობდნენ კიდეც “, - ამბობს ოდრი დეკერი, რომლის გერიც იმავე სკოლაში სწავლობს.

სხვა მშობელმა თქვა, რომ შულერი და გრისონი მუდმივად ეფლირტავებოდნენ მოწაფეების მამებს, „ზედმეტად ხმამაღლა იცინოდნენ, ძალიან ახლოს მიდიოდნენ მათთან და მსგავსი რაღაცეები“.

image

ისიც ცნობილია, რომ ქალები მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდნენ და ერთმანეთის ქორწილში მეჯვარეები იყვნენ. უფრო მეტიც, ორივე დაქორწინდა მას შემდეგ, როდესაც მოზარდებთან სექსუალური ურთიერთობა დაამყარეს.

image

ხუთშაბათს, 4 ივლისს, შულერს და გრეისონს წარუდგინეს ოფიციალური ბრალდება მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის მიმართ სექსუალური ძალადობისთვის. მათ 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

0
140
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0