x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, რას აკეთებენ ვარსკვლავების "ასისტენტები"?
რა საკვირველია, "სელებრითებთან" პირად დამხმარედ მუშაობა ბევრს "ცხოვრებაში გამართლება" ან "ფულისა და დიდების გზაზე დადგომა" ჰგონია, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით სხვაგვარადაა: ეს არის დაძაბული, სტრესული პროფესია და მის შესრულებას ერთეულები თუ ახერხებენ. მაგრამ, იყო შემთხვევები, როდესაც დამხმარე, იგივე "ასისტენტი" წითელ ხალიჩაზე გამოსულა მის "ბოსთან" ერთად და დაუჩრდილავს კიდეც ის.



image



მოდით, ერთად გადავხედოთ, რა სახის დამხმარეები ყავთ ჩვენს ცნობილებს.




იცოდით, რას აკეთებენ ვარსკვლავების "ასისტენტები"?




1. ფოტოზე ხედავთ ჯარედ ლეტოს თავს, რომელიც მის დამხმარეს უჭირავს. ვიდეო ამ სახით Met Gala 2019-ზე გამოჩნდა. (თავი რეზინისაა)image






2. კადრში ხედავთ Katy Perry-ს, რომელსაც მისი "ასისტენტი" აჭმევს. კლიპისთვის გადაღებები ზოგჯერ იმდენხანს გრძელდება, რომ განძრევაც ეკრძალებათ და სხვა გზა არ რჩებათ გარდა იმისა, რომ დამხმარემ ხელით აჭამოს.image

ამბობენ, რომ მადონასაც ყავს კვებაში დამხმარე, რომელიც დღის მანძილზე მისი კვების საკითხს სრულიად აკონტროლებს.





3. ფოტოზეა მოდელი კოკო როსა, რომელსაც ყავს პირადი დამხმარე ფეხსაცმელების საკითხის მოსაგვარებლად. ამ "პროფესიაზე" სამუშაოდ დაგჭირდებათ "მცირე უნარების ქონა" - კომუნიკაბელურობა, ორგანიზატორობის უნარი, იყოთ გარკვეული სოციალურ ქსელებში და ფლობდეთ უცხო ენებს". სულ ეს არის და თქვენ ნებისმიერი მოდელის ფეხსაცმელების "თასმების შემკვრელად" იმუშავებთ.image





4. სოფია ვერგარა, ყველაზე მომთხოვნი ვარსკვლავი ყოფილა. კადრში ხედავთ მას და მის მოსიარულე "ოფიციანტს", რომელიც სამი წლის განმავლობაში ყოველ დღე მუშაობდა მასთან და ამ დროის შემდეგ მხოლოდ 1 დღე დაასვენეს.image





5. ზოგჯერ ჟურნალისტები ყოველგვარ ზღვარს გადადიან, ამიტომ ცნობილებს სხვა გზა არ რჩებათ და იყვანენ მცველს. კადრში ხედავ იოკო ონოს (ლენონის ქვრივს) მცველთან ერთად.image





6. კადრში ხედავთ კემბრიჯის ჰერცოგინიას ქეით მიდლტონსა და მის ასისტენტს რებეკა დიკონს. ყველა წვრილმანი ნივთი, რომელიც ჰერცოგინიას ახლავს თან, სწორედ რებეკამ უნდა ატაროს.image





7. კადრში ხედავთ ესპანელ მატადორს ჯულიან ლოპესსა და მის რამდენიმე ასისტენტს, რომლებიც მას ჰაერში იტაცებენ და სპეციალურად ამ საქმისთვის ყავს ისინი დაქირავებული.image





8. მანამ, სანამ კიმ კარდაშიანი ცნობილი გახდებოდა, ის პერის ჰილტონის ასისტენტად მუშაობდა.image





9. სტეფან შეპარდი "კუპალნიკს" უსწორებს კიმ კარდაშიანის დას კორტნი კარდაშიანს.image


0
731
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
731
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0