x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
წონაში მომატებული სელენა გომესი და მომღერლის კომენტარი "კრიტიკოსებს" მის ზედმეტ კილოგრამებზე

image


სელენა გომესის ბოლოდროინდელმა პაპარაცულმა ფოტოებმა, რომლებზეც ამერიკელი მომღერალი სიდნეიში შვებულების დროს არის აღბეჭდილი ინტერნეტქსელში ნამდვილი ბუმი გამოიწვია. თანამედროვების ერთ-ერთმა პოპულარულმა ვარსკვლავმა წონაში საგრძნობლად მოიმატა, რასაც ხაზს მისი საცურაო კოსტიუმიც თვალნათლივ უსვამს.


imageimage


პაპარაცებმა სელენა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ლოს-ანჯელესში კვლავ დააფიქსირეს, რომელიც თეთრ მაისურსა და მაღალი ჭრილის, გრძელ, წითელ ქვედაბალოში იყო გამოწყობილი, რომელიც ვარსკვლავის სხეულს მთლიანად აშიშვლებდა, ზედმეტი კილოგრამების მიუხედავად უნდა აღინიშნოს რომ პოპ - ვარსკვალავი მართლაც იდეალურად გამოიყურებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, სელებრითმა ზედმეტი კილოგრამებით მეტისმეტად შეშფოთებული "კეთილისმსურველების" მორიგ კრიტიკაზე მათ საკმოდ მკაცრად უპასუხა, რომ სრულყოფილი სხეული არავის აქვს, და დროა ამას როგორც კაცები, ასევე ქალებიც შეეგუონ.


imageimageimage

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გომესს მძიმე აუტოიმუნური დაავადება- სისტემური წითელი მგლურა დაუდგინეს, ორი წლის შემდეგ კი მას თირკმლის გადანერგვაც დასჭირდა. დაავადების სამკურნალო საჭირო მედიკამენტებს კი გვერდით ეფექტად - წონის მატება აღენიშნება, სწორედ ამას უკავშირდება ვარსკვლავის წონაში ასეთი მატებაც. ნებისმიერი ცნობადი სახისთვის კი თავადაც მოგეხსენებათ გარეგნობის ასეთი ცვლილება რა კატასტროფული იქნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ერთ დროს ისეთი მშვენიერი აღნაგობის გოგონაზე, როგორიც სელენა გომესი იყო.

image





0
148
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
148