x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139043
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
„ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის ჩადენილი არ არის. ფეხი, ხელი, თავი, სულ ყველაფერი დასერილი ჰქონდა“…
image

.

28 თებერვალს, ლილოში მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის საქმეზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა.
ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – რა დადგინდა.

.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანიც. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, მოწმის სახით დაკითხეს მოკლულის არასრულწლოვანი და, ექსპერტი და ფსიქიატრი.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა ფოტომასალა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე და ბრალდებულის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული.


.

მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ოთარ ცინდელიანის ადვოკატმა, კლარა შუკვანმა და აღნიშნა, რომ „მომხდარი ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის ჩადენილი არ არის“.

„ხე­ლე­ბი სულ გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და. ფეხი, ხელი, თავი, სულ ყველაფერი… დაგვღუპა ორ-ორი ოჯა­ხი – ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ტი­რი­ლით იწყე­ბა, უვადო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მიესაჯოს“ – ლილოში მოკლული 21 წლის გოგოს ოჯახი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

.

„ექსპერტიზამ [შეურაცხადობა] არ დაადასტურა, მაგრამ გვაქვს ალტერნატიული ექსპერტიზის უფლება და პასუხებს ველოდებით. ნამდვილად, ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამდენ უბედურებას არ ჩაიდენდა და ასე არ გაიმეტებდა ადამიანს, რომელთანაც რაღაც აკავშირებდა.

ჩვენთან საუბარში, სამწუხაროდ, არაფერს ამბობს, არაფერი ახსოვს [ბრალდებულს]. რა მოხდა, ვერ მეუბნება იმიტომ, რომ არ ახსოვს, რას სჩადიოდა, არ იცის. როდესაც ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იყო გადაყვანილი, არ დაუმალავს და მოყვა, რომ საუბედუროდ, 14 წლიდან არის ნარკოტიკების მომხმარებელი. ბოლო პერიოდში მთლიანი ფირფიტაც არ ჰყოფნიდა.
.


საავადმყოფოდან გამოვიხმეთ ისტორია, ირკვევა, რომ ოჯახის წევრები მას მკურნალობდნენ. ოთარ ცინდელიანს ტვინის ნახევარი სფერო დაზიანებული აქვს. მას ესპანეთშიც მკურნალობდა დედამისი, მაგრამ იქ მკურნალობა ვერ გააგრძელეს, რადგან დეპორტი გაუკეთეს. ობიექტურობა უნდა დადგინდეს, ჩვენი მისია ეს არის. ხელს არ ვაფარებთ, სამართალმა უნდა იზეიმოს“, – თქვა კლარა შუკვანმა.

.

„ქეთევან ჯავახიშვილი ოთარ ცინდელიანმა ფაქტობრივად დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა. 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას დანა იმ დოზით ჰქონდა დარტყმული, რომ მისგან დანის წვერი სამედიცინო ექსპერტიზით იქნა ამოღებული“ – პროკურორი ლილოში მომხდარ მკვლელობაზე.

.

ცნობისათვის, მკვლელობა თბილისში, ლილოში მიმდინარე წლის 28 თებერვალს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ოთარ ცინდელიანმა ქეთი ჯავახიშვილს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ესპანეთში ოჯახებით ერთად იყვნენ, ერთ სკოლაში დადიოდნენ.. გოგოს ოჯახი საქართველოში მანამდე ჩამოვიდა, ბიჭი კი ემიგრაციიდან დედამისთან კონფლიქტის შემდეგ წამოსულა“ – ადგილობრივები ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულზე.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0