x
მეტი
  • 03.12.2024
  • სტატია:138648
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
გინდათ, ბავშვის კანივით რბილი ქუსლები?
მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.



image




კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა. ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას. ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია, რომელთა წინააღმდეგ დღემდე იბრძვიან ჩვენი სწავლული მეცნიერები და ექიმები. წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება. თუმცა, ძველ სამედიცინო ტრაქტატში ე.წ. "ლურჯ ბერილს" ენიჭება მნიშვნელოვანი როლი, სადაც ძირითად სამკურნალო საშუალებას ბალახები წარმოადგენდა.



კანის სიმშრალე და დახეთქილი ქუსლები დღეს ძალიან ბევრი მანდილოსანის (და არა, მარტო) პრობლემაა. მათთვის, ვისაც აწუხებს დამსკდარი ქუსლების პრობლემა ცხადია, რომ გარდა ესთეთიკური დეფექტისა, თან ახლავს დამახასიათებელი ტკივილები. ძირითადად, ქუსლები მაშინ სკდება, როცა კანი მეტისმეტად შრება და ელასტიკურობას კარგავს. ნახეთქების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ - ზაფხულში ტენის გამო კანის ზედაპირული შრე იჭიმება, ხოლო ზამთარში სკდება. ქუსლები ხშირად აქვთ დახეთქილი იმ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ კანის დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები. გარდა ამისა, ნახეთქები შეიძლება იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტისა და გასტრიტის ნიშანი. ცივ სეზონზე მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს სინთეტიკური წინდებისა და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ხოლო საზაფხულო ღია ფეხსაცმელში ფეხები საერთოდ დაუცველი რჩება.




image



პრობლემა რთულად მოსაგვარებელია, მაგრამ მისი მოგვარება მაინც შეიძლება. ამისთვის საჭიროა სამკურნალო პროცედურების რეგულარული ჩატარება და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. უწინარეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ქუსლების დახეთქვა, ამ კითხვით კი უმჯობესია დერმატოლოგს მივმართოთ, მსუბუქი ფორმების შემთხვევაში კი შეგიძლიათ თვითმკურნალობა სცადოთ.



თუ ქუსლებზე კანი ძალიან უხეშია და იქერცლება (ეს ნიშნავს, რომ კანის ზედა ფენა კვდება), მაშინ სასწრაფოდ ფეხის დაბანის შემდეგ საპნით და სოდით ან მცენარეული აბაზანით, ქუსლებზე ხახვის კომპრესი დაიდეთ.


ხახვის პატარა თავი ჩადეთ მდუღარე წყალში, რამდენჯერმე გაწურეთ, გაჭერით შუაზე, მოათავსეთ ქუსლებზე, შეფუთეთ პოლიეთილენის პარკით და დატოვეთ ასე მთელი ღამით. დილით მოიცილეთ კომპრესი, კარგად გაისუფთავეთ ქუსლები პემზათი და დაიტენიანეთ კრემით. უმჯობესია საცხი წრიული მოძრაობით შეიზილოთ.


imageimage


სულ რაღაც 2-3 ასეთი პროცედურა საკმარისია იმისათვის, რომ ქუსლებზე კანი რბილი და გლუვი გახდეს.




0
143
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0