საზოგადოება საიდუმლო გამჟღავნდა: ცნობილი გახდა მეგან მარკლისა და მისი პირველი მეუღლის განქორწინების ნამდვილი მიზეზი 11 ივლისი, 13:28 2018 წლის 19 მაისს ყველაზე დიდი ხნის ნანატრი მოვლენა - პრინცი ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის საქორწინო ცერემონია შედგა. ალბათ, გახსოვთ სრულიად მსოფლიო მათ რომანს როგორ აქტიურად განიხილავდა. შეყვარებულები მთელი წლის განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ, და აი, როგორც იქნა ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა და მეგანი, სასექსის ჰერცოგინია გახდა, თუმცა როგორც თავადაც იცით, ეს მსახიობის პირველი ქორწინება არ არის, ის ერთხელ უკვე ამერიკელ პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე იყო დაქორწინებული.
მათმა ქორწინებამ მხოლოდ 2 წელს გასტანა, თუმცა, წყვილი ურთიერთობაში 9 წელზე მეტხანს იმყოფებოდა. შეყვარებულებს ყველაფერი იდეალურად ჰქონდათ, ისინი ერთი შეხედვით საკმაოდ ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდნენ, თუმცა ყველაფერი ერთ წამში დასრულდა. 2013 წელს, 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეებმა განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს, წყვილის დაშორების ოფიციალურ მიზეზად კი, განსხვავებული ინტერესები დასახელდა.
თუმცა, როგორც წყვილის მეგობრები ამტკიცებდნენ, მათ სწორედ ერთმანეთისგან შორს ყოფნა ვერ გადაიტანეს: მეგანს გარკვეული პერიოდით ტორონტოში გადაბარგება მოუწია, სადაც სერიალ "ფორს მაჟორის" გადაღებებით იყო დაკავებული.
ტრევორი მასთან ურთიერთობის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა თავბრუდამხვევმა კარიერამ და პოპულარობამ მეგანი რადიკალურად შეცვალა. როგორც ამბობენ, ურთიერთობა საკუთარ მეუღლესთან მას სწორედ უეცარმა "თავსდამტყდარმა" წარმატებამ გაუფუჭა.
რთულია რომელიმე მხარეს დაუჯერო, თუმცა ფაქტი ერთია, სასექსის ჰერცოგინიას პირველ მეუღლესთან განქორწინების რეალურ მიზეზს ალბათ ვერც ვერასოდეს გავიგებთ.459 შეფასება არ არის |