ანეკდოტები "სააკაშვილის ფიგურა და სხვები"-იხალისეთ საუკეთესო ანეკდოტებით 10 ივლისი, 17:22 *** სომეხმა ოქროს თევზი დაიჭირა და მოაშენა. ***კახელი იმერლებზე: – ძაან ნიჭიერები არიან იმერლები, ბალახიდან საჭმელი გამოიყავთ, ჯო.. ***ერთი ტიპი აჩერებს ტაქსის. – უფასოდ თუ გამიყვან, სამ სიმართლეს გეტყვი. – კაი, დაჯექი... – ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით იხედებაო. ხოა სიმართლე... – კი, სიმართლეაო... – მზე რო ამოვა, გათენდებაო... ხო, ესეც სიმართლეაო... – მესამე სიმართლე რა არისო... – მესამეს მაშინ გეტყვი, ადგილამდე რომ მიმიყვანო... – აბა, რა არის მესამე სიმართლეო? – შენი ეზოს ბოლოს რო მიტუა ცხოვრობს, ის შენ ცოლთან წევსო... აუ გადაირევა ეს... მივა სახლში და უნდა გამოტეხოს ცოლი... და ეუბნება: – დღეს მგზავრი ავიყვანე და უფასოდ წაყვანა მთხოვა სამი სიმართლის სანაცვლოდო. – მერე რა გითხრა? – ქათამი რომ დალევს, ზევით იყურებაო... – კი სიმართლეა... მეორე? – მზე რომ ამოვა, გათენდებაო... – კი სიმართლეა... მესამე? – მესამე ის მითხრა, რომ ჩვენი ეზოს ბოლოს რომ მიტუა ცხოვრობს, იმას ქალთან არაფერი გამოსდისო... – აჰ, მაგი ტყუილიაო... ***გურული დაქალების დიალოგი – სანამ გავთხოვდებოდი, სულ ვოცნებობდი, მუა თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი და წამიყვანს სადმე შოორს, შოორს!.... - ახლა ქალო?!... - ახლა მაგაზე ჩემი ქმარი ოცნებობს!.. *** დღეს დილით ჩემი სახლის წინ, ასფალტზე ეწერა: „ყველა კაცი ერთნაირი საზიზღრები ხართ“. მე გავბრაზდი და იქვე მივაწერე: „შენც კაი ჩათლახი იქნები, თორემ ყველა კაცი საიდან იცი?!“ ***თბილისელებს კახეთში ადგილობრივებთან ჩხუბი მოუვიდათ. ერთმა მასპინძელმა ყბაში მოსდო სტუმარს. - ვახ, ჩემი დედა მ.....ნ - ყვირის სტუმარი. - რა დაარტყი, ბიჯო, იგეთი, რომ უკუღმა იგინება? *** თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო. გურული ერთადერთ პარაშუტს ეცა და მორგება დაიწყო. – არ გრცხვენია? სალონში ამდენი ქალია, – ეუბნება სტიუარდესა. – რას ამბობ, ქალო, სექსიზა მცალია ახლა მე?! – უყვირის გურული. *** მატარებლის კუპეში მეგრელი ქალს ეკითხება: – ქალბატონო, ჩუმად რატომ ხართ? – მინდა და ჩუმად ვარ. – ხოხ, გინდათ და ჩუმად ხართ?! *** – პაპიკ-ჯან, აღმაშენებელი ვინ იყო? – პლეხანოვი, შვილო. *** გურიის ერთ სოფელში გოგო გაიპარა. არის ერთი ქოთქოთი და ვაიუშველებელი... სად გაიპარა... ვის გაეკიდა... ბოლოს გაარკვიეს – ვინცხას გაყოლია მეზობელ სოფელშიო. მოძებნეს ლოთი ლევანა, რომელსაც დედულეთი ჰქონია იქ და გაუშვეს სიტუაციის დასაზვერად... ქალი ნებით გაჰყვა? ძალით წეიყვანეს? საჩხუბრად წევიდეთ თუ სამოყვროდო?! გავიდა 1 საათი, 2, 3... ბოლოს მოისმა ადესით ატიპტიპებული ლევანას კრიმანჭული... ხალხი შორიდან დაამშვიდა – ისეა, ჩემო იმანო, საქმე, რაფერც თქვენ გაგიხარდებათ! იქვე ფერმოსულ მამას კი ამაყად აცნობა – შენი ციცა ხომ იყო „იმიზა” გადარეული, ხოდა, აი შენი სიძე თავიდან ბოლომდე „იგიაო“. *** პირველ პაემანზე ბიჭი ეკითხება გოგოს: - ჩემამდე გყავდა ბიჭი? - ბიჭი არა, ორი გოგო მყავს, მაგრამ ახლა ბებიასთან არიან სოფელში. *** ჭიჭიკია მაღაზიაში ყიდულობს კატის ფაიფურის ფიგურას: - მხოლოდ ფიგურა ათი ლარი ღირს, მისი ისტორია კი - ათასი ლარი, - ეუბნება გამყიდველი. - ისტორია არ მინდა, მხოლოდ ფიგურას ვიყიდი. - როგორც გნებავთ, მაგრამ ისტორიის საყიდლად დაბრუნება მოგიწევთ. იყიდა ჭიჭიკიამ კატის ფიგურა და გავიდა ქუჩაში. ცოტა ხანში ხედავს, ჯერ ორი კატა აეტორღიალა, მერე - ათი, ცოტა ხანში კი კატების გარემოცვაში აღმოჩნდა. გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კატის ფიგურა წყალში გადააგდო. ყველა კატა თან გადაჰყვა და დაიხრჩო. ჭიჭიკია სასწრაფოდ დაბრუნდა მაღაზიაში, გამყიდველი ღიმილით შეეგება: - ხომ გითხარით, ისტორიისთვის დაბრუნდებით-მეთქი? - ისტორია რა ჯანდაბად მინდა! სააკაშვილის ფიგურა არ გაქვთ? 179 3-ს მოსწონს
|