ფეხბურთი სამი სახალისო ისტორია სამ ლეგენდარულ ფეხბურთელზე(ნაწილი 2) 2024, 10 ივლისი, 15:18 ![]() ახრიკ ცვეიბა რეზო ჩელებაძეზე საყოველთაოდ ცნობილ ამბავს ჰყვება, როცა "არარატთან" პირისპირ გასულმა ცარიელ კარში გოლი ვერ გაიტანა: "საბჭოთა კავშირის დროს "დინამო-არარატის" შეხვედრა ისეთივე მნიშვნელობის იყო, როგორც დღეს "რეალი" "ბარსელონაა". ერევანში თამაშისას, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ჩელებაძე პირისპირ გავიდა და ამ დროს ფიქრობდა, ახლა გოლს გავიტან და თბილისში რომ ჩავალ ხელის გულზე მატარებენ, ვოლგას მაჩუქებენო! ამასობაში მომენტი გაანიავა და თამაშის შემდეგ რა თქმა უნდა, გულშემატკივრები მის მიმართ შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ იშურებდნენ, რეზომ მომიყვა თბილისამდე მისვლა ვერ მოვასწარი რომ ჩემზე უკვე ანკეკდოტი მოიფიქრესო. ანეკდოტი ასეთი იყო: "ჩელებაძე მიდის კლდეზე მიჯაჭვულ ამირანთან და ეუბნება: ამირან, მიშველეო!, რა მოხდა შვილოო, - ეუბნება ამირანი. ფეხბურთელი ვარ, გოლს თუ ვერ გავიტან დედას მიგინებენ და გავიტან და მაინც მიგინებენო - უპასუხა ჩელებაძემ. ამირანმა ჰკითხა, რა გქვია შვილო შენო?! რევაზ ჩელებაძე ვარო - უპასუხა რეზომ. ვაჰ, კერთი კლდეზე მიბმული რომ არ ვიყო, რას გიზამდიო - უპასუხა ამირანმა". სლავა მეტრეველი: „წლის ნაყვაა ეს შენი ფეხბურთი, ზეინკლობა ისწავლე, რომ მომავალი ოჯახის რჩენა შეგეძლოს, ეტყოდა ჟამიდან ჟამამდე სლავა მეტრეველს მამა და დედაც მხარს უბამდა: „მომაშორე ეგ შენი საზიზღარი ბურთი, თორემ ერთხელაც დავავლებ ხელს მაგ გაბერილ ეშმაკს, ნაკუწებად ვაქცევ და შეგარცხვენ ამხანაგებთანო.“ მათი ოჯახი სოჭში, ქართველების დასახლება „პლასტუნკაში“ ცხოვრობდა. მაშინ ბურთი ძნელად იშოვებოდა და თან ძვირი ღირდა. სლავამ და მისმა მეგობრებმა ფული შეაგროვეს და ასე იყიდეს ნამდვილი „პიპკიანი“ ბურთი გადამყიდველისგან. ბიჭები მთელი დღე ბურთს დასდევდნენ, თვით ბურთი კი, როგორც გამორჩეულ მობურთავეს, სლავას ჰქონდა მიბარებული. ერთ დღეს, მოიკითხა სლავამ ბურთი და აღმოჩნდა, რომ დედამისს საიმედოდ დაუმალავს. ის დღე დაღვრემილმა „პლასტუნკელებმა“ ფეხბურთის გარეშე გაატარეს. მეორე დღეს გამოაჩინა დედამ ბურთი, მაგრამ სლავას დაუწესა, მხოლოდ შაბათ-კვირას ითამაშებ, დანარჩენ დღეებში ისევ დაგიმალავო. მიუხედავად მუქარისა, სამსახურიდან შინისკენ მიმავალი დედა ისევ მობურთალს ხედავდა სლავას და გაოცებული იყო, რანაირად აგნებს დამალულ ბურთსო. საიდუმლოება იმაში მდგომარეობდა, რომ საზრიანი სლავა, როდესაც დედას ბურთს უბრუნებდა დასამალად, მასში ქონის ნაჭერს დებდა. დედა რომ სამსახურში წავიდოდა, სლავა თავის მაძებარ ძაღლს, „ბობიკს“ აუშვებდა, სახლში შეიყვანდა და ძაღლიც პოულობდა ხოლმე ქონიან ბურთს. მოგვიანებით, უკვე მსოფლიოში ცნობილი სლავა მეტრეველი განსაკუთრებულად აღნიშნავდა „ბობიკას“ წვლილს მის კარიერაში." წინა ნაწილი "სამი სახალისო ისტორია სამ ლეგენდარულ ფეხბურთელზე" იხილეთ <ამ ბმულზე>624 3-ს მოსწონს
|