მოვლენები შერცხვა, და თან როგორ: უხერხული მომენტი, რომლის გამო სელებრითს დღემდე რცხვენია 10 ივლისი, 11:22 ვარსკვლავობა არც იმდენად სასიამოვოა, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ნებისმიერი უმნიშვნელო შეცდომა და თქვენ უკვე მსოფლიოს წამყვანი გამოცემების მთავარი პერსონა ხართ, სადაც მხოლოდ თქვენს კაზუსებსა და კონფუზებს განიხილავენ. რა თქმა უნდა, ტაბლოიდების გარეკანზე მთავარ გმირად ყოფნა ცუდი ნამდვილად არ არის, თუმცა არა იმ კონტექსტში, რომელშიც სელებრითებს ყველაზე ხშირად უწევთ ყოფნა. დღეს, იმ უხერხული შემთხვევის შესახებ მოგიყვებით, რომელშიც "Victoria's Secret"-ის უმშვენიერესი "ანგელოზი" ბეჰატი პრინსლუ აღმოჩნდა.ქალის თეთრეულის ცნობილი ბრენდის "Victoria's Secret"-ის "ანგელოზმა", ნამიბიელმა ბეჰატი პრინსლუმ საკუთარი კაბის წყალობით ჟურნალ "Vanity Fair"-ის მიერ გამართულ წვეულებაზე სრული ფიასკო განიცადა. ბეჰატი ღონისძიებაზე მეუღლესთან "Maroon 5" -ის სოლისტთან და "NBC"-ის სატელევიზიო გადაცემის "Voice"-ის მწვრთნელთან ადამ ლევინთან ერთად გამოჩნდა. მოდელი საღამოზე "Norman Silverman Diamonds"-ის სამკაულებითა და "Calvin Klein"-ის კაბით მივიდა, რომლის შიგნიდანაც მას როგორც აღმოჩნდა ქვედა საცვლები არ ეცვა. მკერდთან დაკავშირებული უხერხული კონფუზის გამო, ტოპ-მოდელს მხოლოდ გაეცინა, მაშინ როდესაც მისი მეუღლე მეორე ნახევრის მოშიშვლებული ქალური "ღირსებების" ხელით დაფარვას მთელი მონდომებით ცდილობდა.შეგახსენებთ, რომ ბეჰატი პრინსლუ მოდელი 15 წლის ასაკში მას შემდეგ გახდა, რაც სამოდელო სააგენტოს სკაუტმა ის ქუჩაში, სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნში შვებულების დროს შენიშნა.
|