x
მეტი
  • 26.07.2024
  • სტატია:136185
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510428
"სამ საათზე გამოგვიცხადებენ, რომ…” - რა ინფორმაციას ავრცელებს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კონფიგურაციებთან დაკავშირეით პოსტს ავრცელებს და წერს:


"მოკლედ, სამ საათზე გამოგვიცხადებენ, რომ დიდი პომპეზურობით დაპირებული „ლელოს“ და „ახალის“ გაერთიანება ვერ შედგა.


გაერთიანდებიან „ახალი“ და ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსი. „ლელო“ კი ცლაკე მოძებნის პარტნიორებს.

„ევროპულმა საქართველომ“ გუშინ თქვა, ჩვენ საერთოდ არავინ გველაპრაკებაო. გახარიას, თანამშრომლობის შეთავზებაზე „ლელომ“ წიხლი უკრა.


მესამე მსხვილი ცენტრის შექმნის იდეა საბოლოდ ჩავარდა. ოპოზცია მცირე ალაინსებით გავა არჩევნებზე. იემდია, ეს ამბავი ხალხში ნიჰილიზმს არ გააღვივებს.


ახლა ივანიშვილს მარტო ოპოზიციური ლიდერების ამბიცები თუ დაეხამრება."- ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხ თვეზე ცოტა ნაკლებია დარჩენილი. მარტის აქციებისა და საფეხბურთო ციებ-ცხელების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა არჩევნების თემას უბრუნდება. ოპოზიციურ პარტიებში კი აქტიური პოლიტიკური კონსულტაციები გრძელდება.


პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ პარტია „ლელოს“ გარეშე ქმნიან ერთობლივ პლატფორმას. ამ პარტიების ლიდერებმა გამართეს ერთობლივი ბრიფინგი, სადაც თავიანთი თანამშრომლობისა და „ლელოსთან“ ამ ეტაპზე შეთანხმების ვერ მიღწევის საკითხზე ისაუბრეს.



ამ სამი პარტიის ლიდერების ერთობლივი განცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთეს პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ და საკუთარი პერსპექტივიდან ისაუბრეს შეუთანხმებლობის მიზეზებზე.



შეფასებები და განცხადებები მოჰყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ პლატფორმას. თავად გაერთიანების ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აცხადებენ, რომ ამ ერთობამ მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში, ისე ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე.



რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. „გახარია – საქართველოსთვის“ კვლავ თავის პოზიციაზე რჩება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია 2024 საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს. შედარებით პატარა პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ კონსულტაციების რეჟიმში არიან და სავარაუდოდ, ელიან შემოთავაზებას უკვე ჩამოყალიბებული გაერთიანებებიდან.





0
503
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
503