x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
გივი ლომინაძე, აფხაზეთის უგერგილო შსს-ს მინისტრი და კორუმპირებული ჩინოვნიკი

image
"მიცვალებულზე ან კარგ ამბობენ ან არაფერსო"-ნათქვამია, მაგრამ თვზი არა ვარ პირში წყალი ჩავიგუბო და სიმართლე არ ვთქვა.
ზვიად გამსახურდია კარგი პრეზიდენტი იყო თუ ცუდი ეს ჩემი გნსახილველი არაა, დრომ და ისტორიამ განსაჯოს, მით უფრო როცა სწორედ მისი მომხრეების გარკვეული ნაწილის არასწორმა საქციელმა სამუდამო დაღი დაასვა ჩემს ფსიქიკას.
არასდროს დამავიწყდება თუ როგორ იწვოდა ბაბუას შორმჭვრეტელობით "შავი დღისთვის" ნაყიდი სახლი სწორედ გამსახურდიას მომხრეების ერთი ნაწილის მიერ ცეცხლმოკიდებული.

ყველას მიეზღო სამაგიერო, ერთადერთია ცოცხალი და ისიც შშმ პირია, თან ისეთი მის დღეში ყოფნას დედამიწის ზურგზე არავის, რომ არ ვუსურვებ.
როცა უნებურად შემთხვევით ვხვდები ქალაქის ბულვარში, მახსენდება ის დღე, და რომ არა მყარი ფსიქიკა, რომელიც სამხედრო სასწავლებლებში სწავლებამ და განვლილმა ცხოვრებამ გამიმყარა, ალბათ ეტლშივე ჩავახრჩობდი იმ გარეწარს.

მოდით ეს თემა განზე დავტოვოთ და ვისაუბროთ "რუხ კარდინალზე"-გივი ლომინაძეზე, ცხაკაიაში (დღევანდელი სენაკი) დაბადებულ ინდივიდზე, რომელმაც იურიდიული ფაკულტეტი დონის როსტოვში სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა.
1989-1992 წლებში აფხაზეთის შსს-ს უნიათო მინისტრი, რომელსაც არავინ და არაფერი არ ემორჩილებოდა.
მის ცხვირწინ ხდებოდა აფხაზური ბანდ-ფორმირებების ფორმირება და ჩამოყალიბება, მაგრამ მინისტრის უმოქმდობის გამო არანაირი ღონისძიება არ ჩატარებულა მათ დასაშლელად, მეტიც, ეს ფორმირებებუ თავს ესხმოდნენ საგზაო მილიციას და მათი ტაბელური იარაღით ივსებდნენ მარაგს.
არც აფხაზეთში ეროვნული მოძრაობის ლიდერის ვოვა ვეკუას მკვლელობისას უაქტიურია დიდად, თუმცა სოხუმის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსმა, ბატონმა მერაბ რაფავამ შეუძლებელი შესძლო და სწორედ ვოვა ვეკუას ორმოცის დღედ ბორკილებდადებული ჩამოიყვანა მიმალვაში მყოფი მკვლელი აფხაზეთის შსს-ში.

გივი ლომინაძე, როგორც შსს-ს მინისტრი არავისთვის წარმოადგენდა ავტორიტეტს, სწორედ ამიტომ დარჩა მარტო მისი ქედმაღლური ხასიათის გამო, მას მისსავე კაბინეტში შეუვარდნენ აფხაზი სეპარატისტები და სასტიკად დცემეს, ბოლოს კი ხორხის არეში ავტომატის კონდახიც ჩაცსხეს, რამაც მის ხმაზე სამუდამო კვალი დატოვა.

გივი ლომინაძე, რომ ყოფილიყო ავტორიტეტული შსს-ს მინისტრი ის შესძლებდა აფხაზეთში აფხაზური ბანდ-ფორმირებების განიარაღებას უკვე დამოუკიდებლობა გამოცხადებულ აფხაზეთში დისლოცირებული 2 ქართული ბატალიონის დახმარებით, რაც მინიმუმ დიდი ხნით გადაავადებდა აფხაზეთის ომს.

აფხაზეთის ომში დამარცხების მიზეზებზე სტატიის ბოლოში ისაუბრებს გენერალი გუჯარ ყურაშვილი, რომელიც ყველა პროცესის მნახველი და შემსწრეა, ისაუბრებს იმაზე, გამსახურდიას ფორმირებებში ყველაზე ჩემთვის ყველაზე დასაფასებელი და დაფასებული საველე მეთაურის-აკაკი ელიავას დახმარებით თუ როგორ დაიბრუნა სტრატეგიული სიმაღლე სოხუმთან ახლოს.
ისაუბრებს ტამიშის დესანტზე, ისაუბრებს ქართველი მებრძოლების საოცარ ბრძოლებზე და ისაუბრებს ჯარში არსებულ ქაოსზე და ანარქიაზე.

მანამდე კი, მოდით ისევ გივი ლომინაძეზე გავაგრძელოთ საუბარი, რომელიც ერთერთი იმათგანია ვინც დევნილ გამსახურდიას კვალში მისდევდა, მისდევდა არა, როგორც პოტენციურ პატიმარს, არამედ, როგორც პოტენციურ სალიკვიდაციო ობიექტს.

გივი ლომინაძე 1993-1995 წლებში იყო დასავლეთ საქართველოს საგანგებო სიტუაციათა დროებითი კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო მეთაურის რწმუნებული, სახელმწიფო მინისტრი დასავლეთ საქართველოში.
სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მისი, როგორც კორუმპირებული ჩინოვნიკის სახე. სამეგრელოს კუთხეში კაპიკს ვერ იშოვიდა ვერავინ თუ "ხარკს" არ გადაუხდიდა გივი ლომინაძეს, რადგან მისი ხელმოწერის გარეშე ნებისმიერი ბისნეს-საქმიანობა ითვლებოდა კანონდარღვვად.

სამოქალაქო ომის დროს ბიძაჩემმა თავის გუნდთან ერთად შესძლო და ერთერთი ჩაის ფაბრიკიდან, რომლის დირექტორიც გახლდათ წლების მანძილზე, ფაბრიკიდან გამოიტანა ათეულობით ტონა მზა პროდუქცია, რომელთა ნაწილი, ხელშეკრულების თანახმად ომის პერიოდში გადააგზავნა შუა აზიის რესპუბლიკებში, მიღებული თანხა კი (იმ პერიოდში გადარიცხვაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, ფული გადაჰქონდათ ქეშად ეგრეთ წოდებული "დიპლომატებით") ნაწილი ყოფილ თანამშრომლებს დაურიგა, საკმაოდ სოლიდური თანხა კი ქართული გვარდიისათვის იარაღის შესაძენად გადასცა აზერბაიჯანიდან იარაღის შემომტან ქართულ ჯგუფს.

1994 წელი იდგა, ყაზახეთიდან ჩამოვიდა მინისტრის მოადგილე, რომელიც თბილისში კი არ ჩასულა, არამედ ბიძაჩემს შეხვდა მისსავე სახლში, საუბარი იყო ჯერ კიდევ მარაგში არსებული ქართული ჩაის მზა პროდუქციის გადაგზავნაზე ყაზახეთში. მინისტრის მოადგილეს თან რამდენიმე პირი ახლდა, რომელთა ნაწილი მისი პირადი დაცვა გახლდათ, ნაწილი კი ეკონომისტები, რომლებსაც ქეისებით ნაღდი ფული მოჰქონდათ.
ბიძაჩემმა ყაზახი მაღალჩინოსანი გივილომინაძეს შეახვედრა, ლომინაძემ სიცილ-სიცილში ბიძაჩემს პირდაპირ უთხრა: "ამდენი მინდა მე საბუთზე ხელი, რომ მოგიწერო ფოთიდან გემით ჩაის პროდუქციის უსაფრთხოდ გასატანადო".

თანხა იმდენად დიდი იყო, მზა პროდუქციის გაყიდვას პრაქტიკულად აზრი არ ჰქონდა, ყაზახმა მაღალჩინოსანმა ლომინაძეს განუცხადა, თუ ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერთ, რამდენიმე ტონა ხორბალს მეგობრული ჟესტის სახით გამოგიგზავნითო (ეს ის პერიოდია, როცა ხალხი ღამეებს ათენებს პურსაცხობებთან პურის რიგში).

მოკლედ შეთანხმება არ შედგამ ყაზახმა მაღალჩინოსანმა ლომინაძეს განუცხადა, რომ აუცილებლად ჩავიდოდა თბილისში ხელისუფლებასთან, რამაც ლომინაძეს სახის იერი შეუცვალა.

გივიმ ბიძაჩემს მიმართა, ეს საუბარი აქვე დარჩეს, ეს კაცი არსად გაუშვა და საბუთზე ხელს ახლავე მოვაწერო.
მოკლედ ჩაი გაიგზავნა ყაზახეთში, ყაზახმა კაცური სიტყვა შეასრულა და 4 ვაგონი ხორბალი საჩუქრად გამოაგზავნა საქართველოში, საიდანაც ერთი ისევ ლომინაძემ და მისმა გარემოცვამ "ოყოჩაღა" და ისე კოხტად წაიღო კვალიც კი არ დარჩენილა თუ სად წავიდა ის ხორბალი.

ასე, რომ როცა ვინმე გივი ლომინაძის კაცობაზე დაიწყებს საუბარს, შემეხმიანოს და ბიძაჩემს შევახვედრებ, რომელიც ასაკის მიუხედავად მშვენივრადაა და თითოეული მომენტი წამობრივად ახსოვს.

გენერალი გუჯარ ყურაშვილი აფხაზეთის ომზე და კიდევ ერტი მითის დამსხვრევა, თითქოს რუხის ხიდზე გამსახურდიას მომხრეები ხალხს არ ატარებდნენ.

ჩემი თხოვნაა, არ დაიზაროთ და იაგო ხვიჩიას ინტერვიუს გუჯარ ყურაშვილთან ბოლომდე უყუროთ.



0
318
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
318