ვარსკვლავები ვარსკვლავური პირსინგები 2012, 18 ოქტომბერი, 16:16 ზოგიერთი ვარსკვლავი მათ საერთოდ არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას, ზოგს ყურიც კი არ აქვს გახვრეტილი, მაგრამ პირსინგის ნამდვილი მოყვარულები და მანიაკებიც გვხვდებიან. ზოგს უხდება, ზოგს არა, ზოგს კი განსაკუთრებულ იმიჯსაც უქმნის. გახვრეტილი ადგილები კი ძირითადად ყურზე, ჭიპზე ან მკერდზე გვხვდება, ზოგიერთი კი ინტიმურ ადგილებს ამჯობინებს უპირატესობას და რაც უფრო საინტერესოა, ისინი მათ ჩვენებას არ ერიდებიან.
პირველ სურათზე საკმაოდ ექსტრავაგანტული სტილის მქონე ქალბატონი ემბერ როსი გადახოტრილი თავით, ფერადი ტატუთი მკლავზე და ორივე ძუძუზე პირსინგით საკმაოდ გამორჩეულად გმაოიყურება.
პირსინგის მოყვარულია მომღერალი ქრისტინა აგილერაც, რომელსაც მარჯვენა ძუძუს, ცხვირს და ყურებს უმშვენებს საყურეები. მკერდზე აქვს პირსინგი ქალბატონ რიანასაც, რომელიც გარკვევით ჩანს მის გამჭვირვალე მაიკაში. ჭიპზე აქვთ პირსინგები კირა ნაიტლის, ჯენეტ ჯექსონსა და ბრიტნი სპირსს. მკერდზე გაკეთებული პისრინგებით იწონებენ თავს პინკი, ნიკოლ რიჩი და დეივ ნავარო. აი ლედი გაგას კი საყურისათვის ინტიმური ადგილი აურჩევია. 513 7-ს მოსწონს
|