x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138983
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
იცოდით, რომ თუთიყუში მეკობრის მხარზე გამოგონილი არ იყო? გიხსნით, რატომ სჭირდებოდათ ყაჩაღებს კონკრეტულად ეს ჩიტი

image


მეკობის გამოსახულება ყურზე საყურით, ცალ თვალზე სახვევით, ქამარში გარჭობილი ხმლით, ხის ფეხით და მხარზე მჯდომი თუთიყუშით - გავრცელებული და ძალიან ცნობილი სტერეოტიპია. ადამიანები, რომლებიც ცოტათი მაინც არიან ისტორიით დაინტერესებულნი, კარგად ესმით, რომ ეს ყოველივე რეალობისგან საკმაოდ შორს არის, და მაინც საიდან გაჩნდა ეს სტერეოტიპი? რატომ მაინცდამაინც თუთიყუში და რატომ არა მაგალითად ყორანი, თოლია ან სხვა რომელიმე ფრინველი? ან საერთოდაც რატომ ჩიტი?


image




ცოტაოდენი რამ თავად რობერტ ლუის სტივენსონზე


image


მეკობრეების შესახებ ისტორიები დიდი ხანია პოპულარულია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ თავად თემაა აქტუალური. საზღვაო ვაჭრობა და მოგზაურობა ადამიანებისთვის უძველესი დროიდან ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ხოლო ზღვაში მშვიდობიან მეზღვაურებს სწორედ მეკობრეები აცილებდნენ... მათ მიმართ დამოკიდებულება ორგვარი იყო. ერთი მხრივ, ყველამ იცოდა, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ, რომელთა მსხვერპლთა რაოდენობაც ბევრისთვის ცნობილი იყო, ასევე ისიც ყველამ კარგად იცოდა რომ ბევრი ვაჭარი და სავაჭრო კომპანია სწორედ მათ გამო იქნა გაკოტრებული. მეორე მხრივ კი, მათ პატივს სცემდნენ თავიანთი გამბედაობის, თავაშვებულობისა და მნიშვნელოვანი საზღვაო უნარების გამო (რაც არ უნდა ითქვას, თითქმის ყველა გარკვეულწილად წარმატებული მეკობრე მაღალკვალიფიციური მეზღვაური იყო). ქმედებების უკანონობა კი ცოტა ვინმეს თუ აწუხებდა, რადგან მე-16-18 საუკუნეების ანტიჰუმანური კანონები პატივისცემით არ სარგებლობდა, პირიქით, მათი მხოლოდ ეშინოდათ.


image


ჰენრი მორგანის, ფრენსის დრეიკის, ედუარდ ტიჩის იგივე შავწვერას, ბართლომე როჯერსის და მრავალი სხვას სახელები საზოგადოებისთვის მართლაც კარგად იყო ცნობილი. ასე რომ, რობერტ ლუის სტივენსონმა, რომელმაც 1883 წელს მეკობრეების შესახებ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წიგნი გამოსცა, მკითხველის მოთხოვნა სწორად გამოიცნო, სწორედ სტივენსონმა შემოიტანა პირველად ცალფეხა, გამოცდილი ზღვის ყაჩაღის სახება თუთიყუშთან ერთად! ეს გახლავთ ლეგენდარული ჯონ სილვერი და მისი კაპიტანი ფლინტი.


image


რომანის საოცარი წარმატება გაკვირვებისთვის ადგილს აღარ ტოვებდა – ცხადია, რომ ასეთ გამაყრუებელ წარმატებას შეუძლებელია მიმბაძველები არ გამოსჩენოდა, ისე საინტერესოა თავად სტივენსონმა გამოიგონა სილვერი თუთიყუშთან ერთად თუ მისი ასეთი იმიჯით მოფიქრებას რაიმე წინაპირობა ჰქონდა?




აკეთე ფული - დანარჩენი ყველაფერი ნაგავია!



image


როგორც ჩანს, სტივენსონმა სილვერის იმიჯის შესაქმნელად მართლაც გაითვალისწინა გარკვეული რეალობა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ყაჩაღი გემის მზარეული ასეთი "ცოცხალი". მეკობრეების გარემოში სხვადასხვა დაზიანებები და ტრავმები სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო - აბა, აბორდაჟი ხუმრობა ხომ არ იყო. იმდროინდელი მედიცინა სერიოზულად დაზიანებული კიდურების მკურნალობას არც კი განიხილავდა - მხოლოდ ამპუტაციას. სწორედ ამიტომაც იყო ზღვის ყაჩაღებს შორის ბევრი ცალფეხა, ერთხელა და ცალთვალა. ადამიანებს გააჩნიათ ადაპტაციის საოცარი უნარი. იმ პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეეძლო, იღუპებოდა. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ცალხელა და ცალფეხა ადამიანები გემზე და ბრძოლაში გამოსადეგრები იყვნენ. თუ გინდა სიცოცხლე, კაცი რას არ შეძლებ! აი, რაც შეეხება თუთიყუშს? ვის რაში უნდა დასჭირვებოდა თუთიყუში ბორტზე? საქმე იმაშია, რომ მეკობრეთა გემებზე თუთიყუშები მართლაც იყვნენ, მაგრამ ისინი არა ეკიპაჟის წევრთა შინაურ ფრინველებს, არამედ... ჩვეულებრივ ნადავლს წარმოადგენდნენ.


image


კრიმინალური მოგზაურობის დროს მეკობრეების გემი ყველაზე შორეულ, ეგზოტიკურ, ძნელად მისადგომ ქვეყნებს სტუმრობდა, სადაც დასახლებულ ადგილებში შეძლებულ უსაქმურებს შორის ეგზოტიკურ ცხოველებსა და ფრინველებზე დიდი მოთხოვნა იყო! მაშ, რატომ არ უნდა ეკეთებინათ მეკობრეებს მათი საშუალებით ზედმეტი ფული? მაიმუნები და თუთიყუშები მე-17-მე-18 საუკუნეებში მრავალი მდიდარი და კეთილშობილი ადამიანის სახლის დეკორს წარმოადგენდა. მათზე საოცარი მოთხოვნა იყო და მდიდრი მსურველები უხვადაც იხდიდნენ. მეტიც, ეს ვაჭრობა სრულიად ლეგალური იყო!


image


სწორედ ამიტომ მეკობრეები როგორც გამოცდილი საქმოსნები არ იზარებდნენ ყველა ხელსაყრელ სიტუაციაში იშვიათი ცხოველებისა თუ ფრინველების ხელში ჩაგდებას, ბუნებრივია, რომ ესენი არ იყვნენ მხოლოდ თუთიყუშები, თუმცა როგორც გამოცდილებამ აჩვენა ტვირთის სახით ისინი ყველაზე მოსახერხებლები იყვნენ, რადგანაც ჯერ მცირე ადგილს იკავებდნენ, შემდეგ მარტივი გამოსაკვები და კარგი ამტანებიც იყვნენ, და ისედაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მათზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო.


image


ასე რომ, მეკობრე ნამდვილად არ დადიოდა გემზე თუთიყუშით მხარზე - ჩიტი იჯდა გალიაში, სადღაც ქვედა გემბანზე, ხოლო მისი ამ ფორმით ნახვა პორტში უკვე სავსებით შესაძლებელი იყო, რადგან ეს საქონლის გაყიდვის ერთადერთი საშუალება იყო.









0
342
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
342