x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
13 მსახიობი, რომლებიც ერთ დროს არამარტო სილამაზით ბრწყინავდნენ
image



დღეს ხალხს ყურადღება გადააქვს ახალგაზრდა მსახიობების გლამურზე და გარეგნობაზე, რომელთაც შესაძლოა სამსახიობო ნიჭი არ ჰქონდეთ, მაგრამ მაინც იღებდნენ მთავარ როლებს და ფანების სიყვარულს. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ადრე აფასებდნენ არა მხოლოდ სილამაზეს (თუმცა კინოს სამყაროში მის გარეშე შეუძლებელია), არამედ სამსახიობო ოსტატობას, რომლითაც გამოირჩეოდნენ მთავარი როლებისთვის მებრძოლი ლამაზმანების არმიაში.



აი, 13 მსახიობი, რომლებიც ერთ დროს ბრწყინავდნენ არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ნიჭითაც. ვთვლით, რომ ახლაც ეს პატივსაცემი ქალბატონები ჰოლივუდის ნებისმიერ ვარსკვლავს დაჩრდილავდნენ.



დაიანა რიგი

image




კინოს და თეატრის ბრიტანელი მსახიობი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში პოპულარობის პიკზე იყო და დედოფლის სტატუსიც „დამა“ მიენიჭა. სერიალში „სამეფო კარის თამაშები“ ლედი ოლენა ტირელის როლი შეასრულა. გარდაიცვალა 2020 წლის 10 სექტემბერს 82 წლის ასაკში.



კერი ფიშერი

image



ამერიკელი მსახიობი და მწერალი. ყველაზე მეტად ცნობილია პრინცესა ლეიას როლით კინო საგაში „ვარსკვლავური ომები“. გარდაიცვალა 2016 წლის 27 დეკემბერს 60 წლის ასაკში.



ჯეინ ფონდა

image



როგორც ცნობილი ჰენრი ფონდას ქალიშვილმა, ჯეინმა შეძლო ჰოლივუდის სამყაროსკენ გზის გაკვალვა არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ნიჭითაც. შესრულებული როლების რაოდენობა, ასევე კინოაკადემიის ჯილდოების ნაკრები შთამბეჭდავია.



ჰელენ მირენი

image



ბრიტანელი მსახიობი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა გვირგვინოსანი ქალების როლების შესრულებით. მირენმა სამჯერ ითამაშა ინგლისის დედოფლები (შარლოტა, ელისაბედ I, ელისაბედ II). 1979 წელს იგი შენიშნეს სკანდალურ ფილმში „კალიგულა“ მონაწილეობის წყალობით.



მერილ სტრიპი

image



თეატრისა და კინოს ამერიკელი მსახიობი ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად ითვლება. როგორც ჩანს, უამრავი ჯილდოს და პრიზის მფლობელს შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ როლს - სტრიპი აგრძელებს ფანების და კრიტიკოსების აღტაცებას ახალი როლებით.



სოფი ლორენი

image



მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მსახიობი და მომღერალი. ლორენი დღემდე ბრწყინავს საზოგადოებაში.



სუზან სარანდონი

image



ამერიკელი მსახიობი და „ოსკარის“ ლაურეატი. ყველაზე ცნობილი როლები 40 წლის შემდეგ შეასრულა, თამაშობდა ბროდვეიზეც.



გოლდი ჰონი

image



ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი. „ოსკარის“ ლაურეატი 1969 წელს ფილმში „კაქტუსის ყვავილი“ შესრულებული როლისთვის. ბოლო რამდენიმე წელია ფილმებში არ უთამაშია.



ბრიჟიტ ბარდო

image



ფრანგი მსახიობი და მომღერალი ცნობილი გახდა 1956 წელს ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ შესრულებული როლისთვის. 1950-1960-იან წლებში სექს-სიმბოლოდ იყო აღიარებული და ახალგაზრდა მსახიობები დღემდე ცდილობენ, მის იმიჯს მიბაძონ. 1973 წელს კინოკარიერა დაასრულა და დაიწყო აქტიური ბრძოლა ცხოველების დასაცავად.



მეგი სმითი

image



ბრიტანელი მსახიობი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა ჰარი პოტერის ფილმებში პროფესორ მაკგონაგელის როლის წყალობით. უამრავი ჯილდოს და პრიზის მფლობელი 89 წლის მსახიობი აგრძელებს წარმატებით მსახიობობას ფილმებში.



კატრინ დენევი

image



ფრანგი მსახიობი და მომღერალი, თავისი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. ვარსკვლავის სტატუსი შეიძინა 1964 წლის კანის კინოფესტივალზე ფილმის „შერბურგის ქოლგები“ ჩვენების შემდეგ.



ჯულია ენდრიუსი

image



ბრიტანელი მსახიობი, მომღერალი და მწერალი. კარიერა დაიწყო ბროდვეიზე, სადაც „მიუზიკლის დედოფლად“ შერაცხეს. მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა ფილმში „მუსიკის ხმა“ მთავარი როლის წყალობით.



ჯუდი დენჩი

image



კინოსა და თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საპატიო ბრიტანელი მსახიობი. ცნობილი გახდა ჯეიმს ბონდის ფილმების სერიიდან, სადაც აუღელვებელი M ითამაშა.



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ შეიცვალნენ მსახიობები საკულტო ფილმებიდან, რომელთა გამოსვლიდან 25 წელი გავიდა

კინოს ლეგენდა, რომელსაც არასოდეს ეუბნებოდნენ „არა“: ანუკ ემე, ცნობილი რეჟისორების მუზა

ჯენის დიკინსონის ცხოვრების ისტორია – სკანდალური ჯადოქარი და მსოფლიოში პირველი სუპერმოდელი

ლამაზმანი ივ მეიერი – ბრწყინვალე ცხოვრება ტრაგიკული დასასრულით

გაუმარჯოს ზაფხულს! ცნობილი ლამაზმანების ვინტაჟური ფოტოები სანაპიროზე


0
652
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
652