x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე პრეტენზიული და უხეში ვარსკვლავები
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image




როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.







ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვარსკვლავებიც ადამიანები არიან და ხანდახან გადატვირთული გრაფიკით, გადაღებებით და ა.შ დაღლილებს უბრალოდ დასვენება სურთ, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ყოვლისმომცველ პაპარაცებს არ სძინავთ და უბრალოდ ელიან საზოგადოების ფავორიტებს რაიმე შეეშალოთ და შემდეგ ეს კადრები მათი მილიონობით გულშემატკივრებისთვის (და არა მარტო მათთვის) დღის შუქზე გამოიტანონ.




ყველაზე პრეტენზიული და უხეში ვარსკვლავები





1. ლინდსი ლოჰანი. image

ლინდსი არის ჰოლივუდის სტილისტების ყველაზე საშინელი კოშმარი. მსახიობმა არაერთხელ მოიპარა ნივთები და ძვირფასეულობა ფილმების გადასაღებ მოედანზე და უბრალოდ შეაფერხა გადაღებები.





2. ჯენიფერ ლოპეზი.image

JLo-ს ხშირად უწოდებენ ყველაზე კაპრიზულ ვარსკვლავს, რომელიც მოითხოვს მაღალ საფასურს და განსაკუთრებულ პირობებს.


გადასაღებ მოედანზე ჯეილო არ ღალატობს თავის სტანდარტებს. გადაღებებს შორის შესვენების დროს მას არ სურს გუნდიდან ვინმესთან კომუნიკაცია, რათა არ გამოვიდეს ხასიათიდან, ხოლო მასთან ყველა კომუნიკაცია შესაძლებელია მხოლოდ პირადი ასისტენტის საშუალებით წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.






3. ჯულია რობერტსი. image

ლამაზმანმა ჰოლივუდში პოპულარობის პირველი ტალღა გამოიწვია არა თავისი სამსახიობო ნიჭით, არამედ გადასაღებ მოედანზე უხეში ხასიათითა და სკანდალებით.






4. ედვარდ ნორტონი. image

ნორტონი არის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც ყოველთვის იცის, რა არის საუკეთესო. ფილმის გადაღების დროს ეს ეხება არა მხოლოდ მსახიობობას, არამედ რეჟისორისა და სცენარის დეტალებსაც, რომელთა ეპიზოდებიც ნორტონს ადვილად შეუძლია გადაწეროს (ასე იყო "American History X"-ის გადასაღებ მოედანზე).


მსახიობის პერფექციონიზმი ხელს უშლის მას უბრალოდ კარგად შეასრულოს თავისი საქმე: ის ცდილობს გააკონტროლოს გადაღების მთელი პროცესი, თუნდაც "გადაღებულია" ბრძანების შემდეგ! ასე რომ, "The Incredible Hulk"-ის გადაღების შემდეგ, ნორტონს, როგორც მთავარ მსახიობს, სურდა დასწრებოდა მონტაჟს. უარმა გააკვირვა და განაწყენდა.






5. რასელ ქროუ.image

10 წლის წინ, ქროუმ ნიუ-იორკში სასტუმროს თანამშრომელს სახე დააკაწრა იმის გამო, რომ იქ საერთაშორისო კომუნიკაციები გაუმართავი იყო, 2002 წლის ნოემბერში კი ლონდონის რესტორანში პროდიუსერ ერიკ უოტსონთან ჩხუბი მოუვიდა. იმავე წელს იგი თავს დაესხა BAFTA-ს დაჯილდოების პროდიუსერს მისი სათქმელი წინა სიტყვის შემცირების გამო.


South Park-ის შემქმნელებმა მსახიობს მულტფილმის ეპიზოდიც კი მიუძღვნეს, რომელშიც ქროუ ხდება გადაცემის "ბრძოლები მთელს მსოფლიოში" წამყვანი. პროდიუსერებთან და რეჟისორებთან ჩხუბი და სკანდალები რასელს თითქმის მთელი კარიერა დაუჯდა.






6. გვინეტ პელტროუ. image

მსახიობი ძალიან სკრუპულოზური და შრომისმოყვარეა და ამის გამო მისი მოთხოვნები ზოგჯერ ძალიან უცნაურია. მაგალითად, საშხაპე სადგომი გვინეტის მოსვლამდე მშვენივრად მშრალი უნდა იყოს: მსახიობს არ სურს გასახდელში წინა ვიზიტორების წვეთი წყლის დანახვა. ვარსკვლავებიც კი, რომლებიც პელტროუსთან მუშაობდნენ, ფიქრობენ, რომ ის ამპარტავანია.


გულწრფელად რომ ვთქვათ, გვინეტი გვაღიზიანებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "სწორი კვების" პროპაგანდა მას აღაშფოთებს. ის ღრუბლებშია, კულინარიული წიგნების მიხედვით My Father's Daughter და It's All Good, ყოველდღიური მენიუ ოჯახისთვის დაახლოებით $300 უჯდება!


პელტროუ არ იღებს ყავას, ალკოჰოლს, შაქარს, კარტოფილს, პომიდორს, ბულგარულ წიწაკას, ბადრიჯანს, სიმინდს, ხორბალს, ხორცს და სოიოს. და ვერ იპოვით რის ჭამასაც ის გირჩევთ, ქუჩის მოპირდაპირე სუპერმარკეტში.


მაგალითად, გვინეტი გვირჩევს მოამზადოთ ათქვეფილი კვერცხი და იხვის კვერცხის ომლეტი, გამოაცხოთ უგლუტენო ფქვილითა და ნუშის რძით, ჩვეულებრივი მარილის ნაცვლად ზღვის მარილის გამოყენებით რამე და წყურვილი მოიკლათ ქოქოსის წყლით. სერიოზულად?!






7. კრისტიან ბეილი.image

ფილმის "Terminator: Savior Come" (ფრენჩაიზის მეოთხე ნაწილი) გადაღებისას გუნდს დღემდე ახსოვს ბეილიმ ოპერატორი რომ გალანძღა. ერთი ეპიზოდის გადაღებისას ოპერატორმა მსახიობი ზედმეტი მოძრაობით დააბნია და სცენის დასრულებაში ხელი შეუშალა, რამაც ბეილი ფაქტიურად გაამხეცა.


0
251
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0