x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რობი უილიამსა რუსებს დასცინა თავის კლიპში - PARTY LIKE A RUSSIAN
ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა გაოცებული დატოვა ხალხი მისი ახალი ვიდეოკლიპის იდეით სიმღერაზე Party Like A Russian (გაერთეთ რუსივით). ვიდეომ, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი ღიად დასცინის რუსულ სიმდიდრეს, სულ რაღაც 11 საათში მოახერხა სამი მილიონი ნახვის დაგროვება და ეს, როგორც მიხვდით, მისი შემოქმედების პოპულარიზაციის მხოლოდ დასაწყისი იყო.




image


სიმღერის ტექსტი საკმაოდ ხმაურიანია და პირდაპირი მინიშნებებით დასცინის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თუმცა მომღერალი ამბობს, რომ ორიგინალი კიდევ უფრო პირდაპირი იყო და იძულებული გახდა, თავადვე დაედო ცენზურა და გადაეკეთებინა.


„რუსეთში 147 მლნ ადამიანი ცხოვრობს და სულაც არ მინდა, ისინი გავანაწყენო. თანაც არ ვიცი, როგორი იუმორის გრძნობა აქვთ“ - თქვა მომღერალმა.





სიმღერის Party Like A Russian ვიდეოში რობი უილიამსი უმღერის რუს მდიდარს, „რომელიც ქვეყნის ფულს ხარჯავს და საკუთარ კოსმოსურ სადგურს იშენებს.“


თავად მომღერალი კადრებში ლამაზი ბალერინების გარემოცვაში ჩნდება მდიდრულ მამულში, სადაც წვეულება იმართება და ელეგანტურ კოსტიუმში გამოწყობილი რუსულად ყვირის „Спасибо!“ (მადლობა) თითქმის აქცენტის გარეშე.


image


სიმღერის ტექსტი სპექტაკლზე არანაკლებ საინტერესოა. სიმღერაში ნათქვამია, რომ "მას აქვს მანქანა, რომელიც ჩატვირთა თვითმფრინავში, თვითმფრინავი გემში და რომ ეს გემი დასავლეთ ნახევარსფეროს ნახევარს იკავებს".



მაინტერესებს, ასეთი წარმოდგენის შემდეგ, მისი ერთგული მდიდარი გულშემატკივრები რუსეთიდან როგორ გრძნობენ თავს და რა შეხედულება აქვთ ახლა რობი უილიამსის შემოქმედებაზე?



image



ამასთან, მომღერალმა ასევე უზრუნველყო რუს ხალხს მალამოდ მოსდებოდა და კლასიკის მოყვარულთათვის, კომპოზიციაში ჩასვა ნაწყვეტი კომპოზიტორ სერგეი პროკოფიევის მუსიკიდან "რაინდების ცეკვა" ცნობილი "გედების ტბიდან".



რობი უილიამსა რუსებს დასცინა თავის კლიპში - PARTY LIKE A RUSSIAN



იხილეთ კლიპის სრული ვერსია :




0
42
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0