x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნაციხრები": 5 ცნობილი ადამიანი, რომელსაც კანონთან პრობლემები ჰქონდა

image


ყველაზე მდიდარ და ცნობილ ადამიანებსაც კი შეუძლიათ კანონი დაარღვიონ და ციხეში მოხვდნენ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ცნობილ ადამიანს, რომელსაც კანონთან პრობლემები შეექმნა.



მიშელ როდრიგესი


image


მსახიობს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისა და ავარიის გამო სამართალდამცავებთან არაერთხელ ჰქონდა შეხება, თუმცა მისი შემთხვევების უმეტესობა მხოლოდ გამოსასწორებელი შრომით სრულდებოდა. 2006 წელს მსახიობმა ციხეში მხოლოდ 5 დღე გაატარა.




პერის ჰილტონი


image


პერისმა 2007 წელს გისოსებს მიღმა მხოლოდ 23 დღე გაატარა. მისი დაკავება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისა და პირობითი სასჯელის დარღვევასთან იქნა დაკავშირებული. ჰილტონმა თავისი გათავისუფლება ნამდვილ შოუდ აქცია, მიიპყრო რა ჟურნალისტებისა და ფოტოკამერების ყურადღება. იმ დღეს გაზეთებმა სათაურები მთლიანად ამ მოვლენას მიუძღვნეს.




კორტნი ლავი


image


2003 წელს კორტნი ლავი აკრძალული ნივთიერებების შენახვა - გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ერთი წლის შემდეგ კი, ის კვლავ აღმოჩნდა სასამართლოში მიკროფონის სადგამით თაყვანისმცემლის ცემის გამო. სელებრითის მტკიცებით ნასვამი მამაკაცის მხრიდან შევიწროებისას ის უბრალოდ თავს იცავდა.



სოფი ლორენი


image


კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი ქალი და "ოქროს გლობუსის" მფლობელი სოფი ლორენი კრიმინალურ საქმეებში ხუთჯერ იყო ჩათრეული. 1982 წელს მან გადასახადებისგან თავის არიდების გამო ციხეში 17 დღე გაატარა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული მთელი ამ ხნის განმავლობაში ის თაყვანისმცემლებისგან ყვავილებს ყოველდღიურად იღებდა.




მარკ უოლბერგი


image


16 წლის ასაკში მარკ უოლბერგმა ორი ვიეტნამელი მამაკაცი სცემა, რისთისაც მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მან მხოლოდ 45 დღე გაატარა. 2014 წელს მსახიობი შეეცადა სამუდამოდ დაევიწყებინა თავისი ცხოვრების ეს უსიამოვნო ეპიზოდი, ის ამტკიცებდა რომ შეიცვალა და რომ სულ სხვა ადამიანი გახდა. სხვათა შორის, მსახიობმა საკუთარი წარსულისთვის პატიება არაერთხელ ითხოვა.












0
108
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
108