x
მეტი
  • 15.07.2024
  • სტატია:135988
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510275
ირანის ახალი პრეზიდენტი ჰიჯაბის წინააღმდეგია და დასავლურ სამყაროსთან კავშირის მომხრეა-რამდენად აასრულებს იგი დანაპირებს?
image

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტების ფრთის კანდიდატმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. ისინი დაინიშნა მას შემდეგ, რაც ირანის წინა ლიდერი, იბრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მასუდ პეზეშკიანმა 53, 3% დააგროვა, მისმა კონსერვატორმა მოწინააღმდეგემ საიდ ჯალილიმ კი 44, 3%.


არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ირანის წინა პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი 19 მაისს ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა, (მასთან ერთად კიდევ შვიდი ადამიანი დაიღუპა).




არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო მას შემდეგ, რაც 28 ივნისს პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.


არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ, პეზეშკიანმა მადლობა გადაუხადა თავის მხარდამჭერებს, რომლებიც ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალულები მივიდნენ ხმის მისაცემად და ქვეყნის დასახმარებლად, იუწყება AFP.


„ჩვენ ყველას გავუწვდით მეგობრობის ხელს; ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის ხალხი ვართ; ჩვენ ყველა უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის წინსვლისთვის“, - განაცხადა მან სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეზეშკიანს პრეზიდენტად არჩევა შაბათს მიულოცა. კრემლის მილოცვაში აღნიშნულია, რომ „რუსეთ-ირანის ურთიერთობები მეგობრული და კეთილმეზობლურია“, ხოლო „მოსკოვი და თეირანი ეფექტურად კოორდინირებენ ძალისხმევას საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში“.


პეზეშკიანს არჩევა მიულოცა საუდის არაბეთის ხელისუფლებამ, რომელიც შეერთებული შტატების დიდი ხნის მოკავშირეა.


მასუდ პეზეშკიანმა, ყოფილმა კარდიოქირურმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააკრიტიკა ირანის მორალის პოლიცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, აკონტროლებს ქალების მიერ „მუსლიმური ჩაცმულობის კოდექსის“ დაცვას.


მან ასევე საჯაროდ გააკრიტიკა რაისის მთავრობა იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ გამოიძია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მორალის პოლიციამ დააკავა ჩაცმულობის წესების დარღვევისთვის.


დაკავების თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ სცემა მაჰსა ამინის, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა.


მასუდ პეზეშკიანმა Twitter-ზე (ამჟამად სოციალური ქსელი X) ერთ-ერთ პოსტში მოითხოვა საგამოძიებო ჯგუფის შექმნა, რომელიც გამოიძიებს ახალგაზრდა ირანელი ქალის გარდაცვალების გარემოებებს.


"ჩვენ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ნე­ბის­მი­ერ სას­ტიკ და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას ვინ­მეს მი­მართ, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ჩვენს დებ­სა და ქა­ლიშ­ვი­ლებს. ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ მათ მი­მართ მსგავს ქმე­დე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და მა­სუდ პე­ზეშ­კი­ან­მა.

სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე პი­რო­ბა დადო, რომ მო­იხ­სნე­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ირან­ში, სა­დაც დაბ­ლო­კი­ლია თით­ქმის ყვე­ლა რე­სურ­სი.




რაც შე­ე­ხე­ბა თე­ი­რა­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, პე­ზეშ­კი­ან­მა პი­რო­ბა დადო, რომ შე­ა­ჩე­რებს ირა­ნის "იზო­ლა­ცი­ას" და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­გან. მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ და­სავ­ლეთ­თან "კონ­სტრუქ­ცი­ულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­ი­წყებს" 2015 წლის ბირ­თვუ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ირა­ნი და­თან­ხმდა შე­ზღუ­დოს ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მა და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის სა­ნაც­ვლოდ.


”თუ ჩვენ შევ­ძლებთ სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნას, ხალ­ხის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი გახ­დე­ბა, ხოლო სან­ქცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხი ისევ გა­ჭირ­ვე­ბა­ში დარ­ჩე­ბა”, - თქვა პე­ზეშ­კი­ან­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს.



მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პე­ზეშ­კი­ა­ნი რე­ფორ­მის­ტად ით­ვლე­ბა, ის ერ­თგუ­ლია ირა­ნის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის.



ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლის თქმით, მისი არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ირანს მეტი მო­ლო­დი­ნე­ბი უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნა­ში პრე­ზი­დენტს შე­ზღუ­დუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს.

ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი იღებს. სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა კი ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გვარ­დი­ის კორ­პუ­სის (IRGC) პრე­რო­გა­ტი­ვაა.





აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და ქურ­თუ­ლი ფეს­ვე­ბით



მა­სუდ პე­ზეშ­კი­ა­ნი 69 წლი­საა. იგი და­ი­ბა­და ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ­ში, და­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში, სა­დაც ძი­რი­თა­დად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი და ქურ­თე­ბი ცხოვ­რო­ბენ. მა­სუ­დის მამა ირა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი იყო, დედა ქურ­თი. თა­ვად პე­ზეშ­კი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და ქურ­თულ ენებ­ზე.

ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ პე­ზეშ­კი­ა­ნი ჩა­ი­რი­ცხა სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში და ზო­გა­დი პრაქ­ტი­კო­სის დიპ­ლო­მი მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი გახ­და.

ირან-ერა­ყის ომის დროს (1980–1988) პე­ზეშ­კი­ა­ნი მუ­შა­ობ­და ექი­მად და მის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და ფრონტზე სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფე­ბის გაგ­ზავ­ნა. 1997 წელს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნეს. 2021 წელს ცდი­ლობ­და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭი ეყა­რა, მაგ­რამ მისი კან­დი­და­ტუ­რა არ და­უშ­ვეს.

პე­ზეშ­კი­ან­მა მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი 1993 წელს ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­კარ­გა. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მარ­ტომ გა­ზარ­და ორი ვაჟი და ქა­ლიშ­ვი­ლი.

0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0