ფეხბურთი "ძალიან სასაცილოა, როცა აკოპირებთ ვიღაც უცხოელი შტერი ფანების ფრაზებს - "დააბრუნეთ საქართველო ტურნირზე, დააბრუნეთ ფეხბურთი!"-ბაკურ სვანიძე 7 ივლისი, 15:55
"ბ ო დ ი შ ი! მარა ნამეტარი ნუ მოგივათ ზოგიერთს რა... ვინც ფიქრობთ და წერთ, რომ ასეთ ინგლისს, ასეთ საფრანგეთს, ასეთ ნიდერლანდებს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო კი მოუგებდა ესენი რო შეგვხვედროდნენ ნაცვლად ე ს პ ა ნ ე თ ი ს ა, აი, მართლა გაგნებაში არა ხართ ფეხბურთის! ამათი თამაში ა რ ა ს ა ნ ა ხ ა ო ბ რ ი ვ იზუსტად იმიტომ იყო, რომ თ ა ნ ა ბ ა რ ი ძალისანი არიან და თან ეს იყო უკვე "ფ ლ ე ი ო ფ ე ბ ი" და სწორედ "გავარდნაზე" თამაშების დამახასიათებელია ეს "ტოტალური" სტილის ფეხბურთი. სწორედ ამიტომგანსხვავდება ს ა კ ლ უ ბ ო "წრიული" ჩემპიონატებიიმ ტურნირებისგან, რომლებიც ე.წ. "ოლიმპიური"სისტემით ტარდება... ასევე ძალიან ს ა ს ა ც ი ლ ო ა როცა აკოპირებთ ვიღაც უცხოელი შტერი ფანების ფრაზებს - "დააბრუნეთ საქართველო ტურნირზე, დააბრუნეთ ფეხბურთი!" - რომელი ფეხბურთი?
პირველივე "გავარდნაზე თამაშის" დროს მეტოქემ საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ცენტრამდეც რომ არ აგატანინა, ეგაა "ლამაზი ფეხბურთი, რომელსაც საქართველო თამაშობდა"? ა ვ ტ ო ბ უ ს ი კი არა, მთელი მატარებელი რო გედგა დაცვაში და მაინც რო 4-1 მოგიგეს, ეგაა "ლამაზი ფეხბურთი" კაცო? მორჩით ამ ტრაწიან ტრაბახობებს რა კაცურად... ჰო, ის ბ ა ვ შ ვ უ რ ი სისულელე კიდე - რა გინდა, ძმაო ჩ ე მ პ ი ო ნ თ ა ნ წაგვიგიაო... ბებიათქვენისამ, ახლა, ვიცე-ჩემპიონს ხო სუ გადავურბენდით და ბურთს არ დავანახებდით რა... ეგ ერთი და მეორეც -რვა გუნდიდან გავარდნილმა თ უ რ ქ ე თ მ ა ც მშვენივრად მოგიგო... თუმცა, აქვე ვაღიარებ, რომ სწორედ ეგ პირველი თამაში იყო ყველაზე კარგი თამაში საქართველოს ნაკრების მხრიდან, რომ არა, ბოლოს უ ა ზ რ ო გამოვარდნა კარიდან და მესამე ბურთის საკუთარ კარში მიღება სრულიად უაზროდ... ჩ ე ხ ე თ თ ა ნ მამარდა გვყავდა და მეთორმეტე მოთამაშე ი ღ ბ ა ლ ი, თორემ ეგ თამაში თურქეთზე უარესად უნდა წაგვეგო - ბოლომდე ჩაისვარა დაცვამ! პ ო რ ტ უ გ ა ლ ი ა უმოტივაციოდ იყო აბსოლუტურად და "თავი არ მოიკლეს" როგორც იტყვიან და ეგეთ "არატოტალურ" ფეხბურთს პორტუგალიას კი არა ბრაზილიასაც მოვუგებთ და მართლა გავხდებით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები, ულაპარაკოდ! უბრალოდ, მასეთ ფეხბურთს არავინ გათამაშებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოწინააღმდეგეს უკვე განაღდებული აქვს, არა უბრალოდ ჯგუფიდან გასვლა, არამედ პირველი ადგილიც და სულელი უნდა იყოს, რომ თავგანწირვით ითამაშოს! აქვე ვუპასუხებ იმ დემაგოგებს, ვინც ირონიით ამბობს ხოლმე - "ანუ, მ ო გ ვ ც ა თამაში პორტუგალიამ?" არა, არაფერი არ მოგვცა! უბრალოდ თავგანწირვით არ ითამაშა და ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს, მინიმალურად მაინც თუ გესმის ფეხბურთი, კი მიხვდები! ეს იმას მაგონებს, ზოგი რომ დემაგოგობს ხოლმე - "რუსეთმა ოსმალებს შენთვის კი არ წაართვა ის ქართული მიწები, არამედ თავისთვის!" - ვიცი კაცო! რუსეთმა ის მიწები თავისთვის წაართვა კი, მაგრამ შენ ხომ ი ს ა რ გ ე ბ ლ ე ამით არა? ასევე იყო აქაც, პორტუგალიელებს ის კი არ უთქვამთ - "უიმე, ეს ქართველები ჯიგრები არიან და მივცეთ თამაშიო" - უბრალოდ დ ა ი ს ვ ე ნ ე ს და ჩვენ ამით ვისარგებლეთ. არც ისე ბანძი გუნდი გვყავს, რომ უმოტივაციო პორტუგალიამაც კი მოგვიგოს! თორემ, თუკი ასე "სეირნობით" მოიგებდნენ, უარს ნაღდად არ იტყოდნენ... უი, მართლა, "ქართველი ცარიელ კარში გოლს არ გაიტანსო" - ზოგიერთი რომ გაიძახდით ამ უაზრობას, კ ვ ა რ ა რატომ ურტყამდა ცარიელ კარში ესპანელებს? დაავიწყდა ქართველობა, რაინდობა და ცისფერი სისხლი?"-წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე. 163 3-ს მოსწონს
|