x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138945
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
„არაფერი ნაცემი არ ყოფილა, მაგას სახეზე რა ეტყობოდა, არ ვიცი…” – კაბუს და პოლიციელთა ჩვენებები პროცესზე
image

.

რეპერი კაბუს საქმის განხილვისას მოწმეების სახით ის სამართალდამცველები გამოიკითხნენ, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

პოლიციელმა დღეს პროცესზე თქვა, რომ ადგილზე მისულებს ქალი ნაცემი და ემოციურ პანიკაში დახვდათ. ასევე, სამართალდამცველებმა დაადასტურა, რომ ჩხრეკის შედეგად კახა აბუაშვილის ჯიბიდან ამოღებულ იქნა პატარა კოლბით ნარკოტიკული საშუალება.


დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა კახა აბუაშვილის უფლებადამცველი.

.

თავად რეპერი კი ამბობს, რომ პოლიციელმა სასამართლოზე სწორი ჩვენება მისცა, თუმცა ქალის ცემის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ დაზარალებულმა დაზიანებები საიდან მიიღო, არ იცის.

.

“ვეთანხმები პოლიციელის ჩვენებას….არაფერი ნაცემი არ ყოფილა. მაგას სახეზე რა ეტყობოდა არ ვიცი. არ მიცემია. მე რავიცი საიდან მიიღო დაზიანებები… ავარიაში მოყვა… არ ვიცი”, – თქვა კაბუმ “პირველებთან”.

'
საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 2 აგვისტოს გაგრძელდება.

კახა აბუაშვილს ნარკოტიკების უკანონო შენახვას და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. გამოძიების ვერსიით, რეპერმა მეგობარ ქალზე იძალადა. ამ სკანდალური საქმის დაწყების შემდეგ, თავდაპირველად კაბუ დააკვეს, თუმცა მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.

0
125
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0