x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები-(ნაწილი 7)
image***სტალინს ეკითხებიან, რომელია მსოფლიოში ყველაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოო?

პასუხი - მონღოლეთი, კითხვა - რატომ? პასუხი - იმიტომ რომ მასზე არაფერია დამოკიდებული.




***ერთ-ერთი „აკაკიობის” (ასე ჰქვია აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს, რომელიც საჩხერეში იმართება ხოლმე) მეორე დღეს მუხრან მაჭავარიანმა უახლოესმა მეგობარმა, არქეოლოგმა ჯურხა ნადირაძემ, გამართა.


ეგრეთ ჭოდებული „ხაშის სუფრა”, რომელიც, რა თქმა უნდა, ტრადიციულ ლამაზ ქეიფში გადაიზარდა. შუა ქეიფში ჯურხა ერთ-ერთ იმ დროისათვის მეტ-ნაკლებად პოპულარულ პოეტს გადაეკიდა, გინდა თუ არა, შენ რომ ლექსი გაქვს აკაკისადმი მიძღვნილი, ის უნდა წაიკითხოო... პოეტი უარზე დადგა - მუხრანის მრცხვენიაო. მუხრანმა სიცილით უთხრა: - შე კაი კაცო, აკაკისი არ შეგრცხვა, ეგ ლექსი რომ მიუძღვენი და ჩემი გრცხვენიაო?!





***ცნობილმა პოეტმა და მეფე ერეკლეს შთამომავალმა, პეტრე გრუზინსკიმ მცხეთაში ნაკვეთი მიიღო. მაშინ ნორმა 600 კვადრატული მეტრი იყო და პეტრეს 630 გამოსდიოდა.

აღმასკომის თავმჯდომარე კი უარს იყო, არ უფორმებდა.

პეტრემ მეგობრებში წაიწუწუნა და ერთ მშვენიერ დღეს რევაზ ლაღიძე და არჩილ კერესელიძე იახლა მცხეთაში.

თავმჯდომარემ დიდი პატივისცემით მიიღო სტუმრები, მაგრამ მაინც უარი უთხრა, არ ეკუთვნისო. მაშინ კი აღელდა ბატონი არჩილი, ბაგრატიონებს მთელი საქართველო წაართვით და ამას ზედმეტ 30 მეტრს არ აძლევთო? ამან კი გაჭრა და ბატონ პეტრეს ნაკვეთი გაუფორმეს.



***ახლახან გარდაცვლილი ტრისტან სალარიძე იხსენებს:

„ამერიკაში გასტროლებზე მივდიოდით. მოსკოვიდან უნდა გავფრენილიყავით და სასტუმრო „მოსკვაში“ ვცხოვრობდით. მე და ლერი გაფრინდაშვილი ჰოლში ვსხედვართ და არაყს ვსვამთ. გავიხედე და ფეხშიშველი დე ნირო არ მოფლატუნობს ჰოლში? ლერიმ არ დაიჯერა, დე ნირო არააო. მაგრამ რომ მოგვიახლოვდა, ნამდვილად ის იყო. დავუძახე, რობერტ-მეთქი და მოვიდა. არაყი მივაწოდეთ, მაგრამ დალევაზე სასტიკი უარი თქვა. ჩემი შვილი სხვა ნომერში ცხოვრობს და იმასთან მივდივარო. ვუთხარით, მსახიობები ვართ და ამერიკაში მივდივართ-მეთქი. იქ რა გინდათო. „მეფე ლირი“ უნდა ვითამაშოთ-მეთქი. – ოო „კინგ ლირო“, – თქვა. მოკლედ წავიდა. ათი დღის მერე, ამერიკიდან რომ დავბრუნდით, ისევ იმ სასტუმროში გავჩერდით და მე და ლერი ისევ ჰოლში ზუსტად იმავე ადგილას ვსვამთ არაყს. ისევ დე ნირო არ გამოჩნდა?.. ის თურმე თავის გოგოსთან ერთად საქართველოში ყოფილა და ამერიკაში ბრუნდებოდა. რომ დაგვინახა, მოვიდა და გვეუბნება: ათი დღის წინ აქ დაგტოვეთ და ისევ აქ ხართ და არაყს სვამთო?...


"ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზების" წინა ნაწილები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
760
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0