x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
„იმდენი მაგინეს ამ გადაცემის, მაისურის და კაშიას სოლიდარობის გამო, არასოდეს მაგ დოზით არ მიმიღია შეურაცხყოფა“ - ინგა გრიგოლია
image

.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოცქსელში წერს და იმ პერიოდს იხსენებს, როცა ლგბტ სამკლაურის გამო გურამ კაშიასადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო მან აგრესია მიიღო:

.


“ეს ის სურათია, წლების წინ, აქციებს რომ უწყობდნენ კაპიტანს და არანორმალურად ლანძღავდნენ, ჩემს სწორ პოზიციას რომ გამახსენებს მუდამ მიხარია, რომ ის ხალხიც კი, ვინც მაშინ ყველას უშვერი სიტყვებით გვაგინებდა, გურამ კაშიას სოლიდარობას რომ ვუცხადებდით, დღეს ეროვნული ნაკრების და მისი კაპიტანის წარმატებას ტაშს უკრავს))))

.

ასე ალაგებს ხოლმე ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილზე, როცა დრო გადის… მოთმინებაა მთავარი) რა კარგი რამეა არქივი

.

2017 წელია, თუ არ ვცდები .. ფოტო გურამ კაშიას მხარდასაჭერი გადაცემიდანაა მაშინ იმდენი მაგინეს ამ გადაცემის, მაისურის და გურამის სოლიდარობის გამო, არასოდეს მაგ დოზით რომ არ მიმიღია შეურაცხყოფა, ახლა მეღიმება … ხო, მაშინ ის ხალხიც დუმდა ან ილანძღებოდა, დღეს საფეხბურთო დისკუსიებშიც პოლიტიკურად რომ გვასწავლის ჭკუას, ~ - აღნიშნავს ინგა გროგოლია

0
349
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0