საზოგადოება
"იმდენი მაგინეს, არასოდეს მაგ დოზით რომ არ მიმიღია შეურაცხყოფა” - რას წერს ინგა გრიგოლია
4 ივლისი, 16:44
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია რამდენიმე წლის წინანდელი გადაცემიდან, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას გამოსახულებიან მაისურს სოციალურ ქსელში აზიარებს და წერს:
"ეს ის სურათია, წლების წინ, აქციებს რომ უწყობდნენ კაპიტანს და არანორმალურად ლანძღავდნენ, ჩემს სწორ პოზიციას რომ გამახსენებს მუდამ. მიხარია, რომ ის ხალხიც კი, ვინც მაშინ ყველას უშვერი სიტყვებით გვაგინებდა, გურამ კაშიას სოლიდარობას რომ ვუცხადებდით, დღეს ეროვნული ნაკრების და მისი კაპიტანის წარმატებას ტაშს უკრავს.
ასე ალაგებს ხოლმე ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილზე, როცა დრო გადის…
მოთმინებაა მთავარი.
რა კარგი რამეა არქივი.
2017 წელია, თუ არ ვცდები. ფოტო გურამ კაშიას მხარდასაჭერი გადაცემიდანაა????
მაშინ იმდენი მაგინეს ამ გადაცემის, მაისურის და გურამის სოლიდარობის გამო, არასოდეს მაგ დოზით რომ არ მიმიღია შეურაცხყოფა, ახლა მეღიმება…
ხო, მაშინ ის ხალხიც დუმდა ან ილანძღებოდა, დღეს საფეხბურთო დისკუსიებშიც პოლიტიკურად რომ გვასწავლის ჭკუას."- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იუბილარია. მას დღეს 37 წელი შეუსრულდა.