x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ნახევარ მილიონ დოლარად იყიდება სახლი, სადაც ცხოვრება არ შეიძლება
image

.

კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში, იყიდება სახლი – სამი საძინებლით და ორი აბაზანით, რომელიც გაცილებით იაფია, სხვა ანალოგიურ ობიექტებთან შედარებით. მისი ღირებულება ნახევარი მილიონი დოლარია, თუმცა არის ერთი ნიუანსი – 29 წლის განმავლობაში, ადამიანები იქ ვერ იცხოვრებენ.

.


დამაბნეველი შეთავაზებების მიუხედავად ამბავი უმალ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამ უჩვეულო განცხადებამ გამოქვეყნების პირველივე წუთებიდან უამრავი პოტენციური მყიდველის ყურადღება მიიპყრო.


რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ მასში ნათქვამია, რომ ეს სახლი ამჟამად გაქირავებულია და ასე იყიდება. მყიდველს იქ საცხოვრებლად გადასვლა მხოლოდ 2053 წელს შეეძლება.

.

განცხადებაში მითითებული პირობების თანახმად, ახლანდელი მოიჯარეები გააგრძელებენ სახლში ცხოვრებას და გადაიხდიან იმავე ქირას, რასაც ახლა იხდიან – თვეში 417 დოლარს. ადვოკატების თქმით, ეს მემკვიდრეობის დაგეგმვის, ასე ვთქვათ, დაუდევარი მეთოდია:

.
„ადამიანს აძლევ გარანტიას, რომ მას საცხოვრებელზე ზრუნვა არ დასჭირდება. ეს ხელსაყრელი წინადადებაა მხოლოდ მათთვის, რომლებიც მზად არიან ლოდინისთვის“, – ამბობენ სამართალმცოდნეები.

0
367
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0