x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
გელა ზედელაშვილი: ვითომ საჭირო იყო ამდენი ხალხი?

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

"ჩემი ღრმა რწმენით, შთაგონებითა და პრაქტიკული გამოცდილებით, ამდენი ხალხის გამოსვლა თავისუფლების მოედანზე არ იყო საჭირო!

ამას ახლავე დაგიმტკიცებთ: რო აიღეთ, ხალხო, თავები, გამოხვედით ლამის ყველანი გარეთ და ეს ყველაფერი დააფიქსირებინეთ “ჭუტლექსვიზიას'', “ჩაჯვივიზიას'', “კეზერვიზიას'' და სხვა “დოზანავიზიებს'', ხომ იცით, ამ კადრებს ნაცები, გნაცები და შმაცები სათავიანთოდ რო გამოიყენებენ?
როგორ? როგორ და... გამართავენ ერთ უბადრუკ აქციას, დაადებენ ამ კადრებს, გადაამონტაჟებენ, გადმოამონტაჟებენ და იტყვიან: აუ, რამდენნი ვააააააააარრრთ!
რა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ათჯერ არ გაუკეთებიათ ეგეთი რამე?!
ჰოდა, ეხლა რა გამოვიდა? ავდექით და მაგათ წისქვილზე მარტო წყალი კი არ დავასხით, დავაფსით კიდევაც.
რაღაცას რო აკეთებთ ხოლმე, ქუჩაში გამოსვლის სურვილი რო მოგივლით ხოლმე, იმაზეც იფიქრეთ, ამას რა მოჰყვება და მავნებლები რანაირად გამოიყენებენ.
გკიდიათ? არა, მაიცადეთ, ეხლა ეგრეც არ არი საქმე, ესენი რას გააკეთებენ, მეც ფეხებზე მკიდია, მაგრამ მაგ კადრებს ევროპარლამენტში აგზავნიან, აშშ-ის კონგრესში აგზავნიან, “სეერთაშორისო'' ორგანიზაციებში აგზავნიან და იმათ კიდე სჯერათ.
მარტო სჯერათ? იმავე დღეს გამოდიან და აცხადებენ, რომეო... საქართველოს დედაქალაქში ურისხვათასიანი აქცია გაიმართა, ქართველი ხალხი რუსული კანონის მიღებას აპროტესტებსო.
არა, ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება რომ ალთას არი და ხალხი კიდე ბალთასო? ჰოდა, ჩვენ ხალხის მხარესა ვართო.
სინამდვილეში მაგათ არ იციან, საით არიან, კუდისკენ თუ იღლიისკენ, მაგრამ ხომ ამბობენ?
მართო “ამბობენ''-ზე რო იყოს, მაგასაც დავიკიდებდით, მაგრამ სანქციებს რომ გვიწესებენ, ხედავთ?
კაცო, სანქციებსაც დავიკიდებდით და... ფაქტობრივად გვკიდია კიდევაც, მაგრამ რათა?!
ეგ არი, ეს ერთხელ შეგეშალათ და... რავი, მსოფლიო ჩემპიონატს რო მოვიგებთ, გთხოვთ, ცოტა მოკრძალებულად აღვნიშნოთ, ამდენი ჰაი და ჰუი არ არი საჭირო!" - გელა ზედელაშვილი
0
16
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0