რელიგია მღვდელი, რომელიც თავს ღმერთად ასაღებდა, მრევლის მასიურად გაუპატიურებაშია ბრალდებული 2024, 3 ივლისი, 14:30 ![]() ბრიტანეთის ქალაქ კოვენტრიში მრევლმა ინდუისტი მღვდელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ The Sun წერს. 68 წლის რაჟინდერ კალია ამტკიცებდა, რომ ავტოავარიის შემდეგ სიარული არ შეეძლო, მაგრამ შემდეგ თითქოს სასწაული მოხდა და ფეხზე წამოდგა. 1986 წელს კალიამ დიდ ბრიტანეთში საკუთარი ტაძარი გახსნა და საკუთარ თავს ღმერთს უწოდებდა. ზებუნებრივი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის ის მორწმუნეებს ფოკუსებს უკეთებდა: ლიმონიდან სისხლს წურავდა და წყალს ცეცხლს უკიდებდა. ![]() ის ამ ქალს უმტკიცებდა, რომ ამ დროს ინდუისტური ღვთაება კრიშნასაც სიამოვნებდა სექსი. სხვა მრევლის თქმით, კალიამ მისი სექსუალურად შევიწროება 13 წლის ასაკში დაიწყო. 21 წლის ასაკში მან სასტუმროს ნომერში გოგონას ქალიშვილობა დააკარგვინა. ![]() მორიგი მსხვეროლის თქმით, მას მღვდელი 13 წლის ასაკიდან უფათურებდა ხელებს და ასევე ქალწულობა დააკარგვინა. სხვები ამტკიცებენ, რომ მათ კალიამ ფული მოტყუებით გადაარიცხვინა, მათ შორის ერთმა, 5000 ფუნტი გადაიხადა "მისი ძაღლის კიბოსგან განსაკურნებლად". გარდა ამისა, სტუდენტებმა ყოფილი გურუ გამოძალვაში დაადანაშაულეს. კალია ყველა ბრალდებას უარყოფს. 343 2-ს მოსწონს
|