ტკბილეული ხაჭოს პასკა 2012, 11 აპრილი, 11:27 ![]() მასალა:1 კგ.ხაჭო, 200 გრ.კარაქი, 5 ცალი კვერცხი, 200გრ.შაქარი, 1პაჩქა ვანილი, 400მლ ნაღები, 100 გრ თხილი, 100 გრ ქიშმიში, 100გრ ცუკატები . გამოვა 2 პასკა, 10სმ სიმაღლის და 12 სმ დიამეტრში 1.ხაჭო(9–20%) გავატაროთ საცერში ან ხორცის გასატარებელ მანქანაში, დაუმატოდ დარბილებული კარაქი(არადამდნარი) და აურიოთ. ![]() ![]() 2.კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, მიუმატოდ ნაღები(10–20%) და ვანილი, აურიოთ ![]() ![]() 3.დავდგათ მიღებული მასა საშუალო ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და მოვხარშოთ სანამ მასა არ დაიწყებს გასქელებას.(დაახლოებით ხარშეთ 3 წუთი ადუღების შემდეგ)შემდეგ ვაცალოთ გაციება ![]() 4.თხილი დავაწვრილოდ და თუ ცუკატები მსხვილია უნდა დავჭრად წვრილად ![]() ![]() 5.ხაჭოს დაუმატოდ თხილი, ცუკატები, ქიშმიში(გასუფთავებული, გარეცხილი).დავუმატოდ კვერცხის მასა ![]() ![]() 6.საპასკე ფორმაში დავფინოთ 3–4 ფენა მარლა(როგორც სურათზე არის ნაჩვენები).თუ საპასკე ფორმა არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი საყვავილეს ფორმა ან დურშლაგი).ჩავასხათ მიღებული ხაჭოს მასა. ![]() ![]() 7.მარლის კუტხეები შევკეცოთ, და ფორმა ჩავდოთ მისკაში, რადგან შეიძლება მასა გადმოვიდეს.ზემოდან რამე მძიმე ტვირთი დავადოთ.მაგალითად 3ლიტრიანი წყლით ავსებული ბანკა.შემდეგ ამ ტვირთთან ერთად შევდგად მაცივარში 12 საათით. ![]() ![]() 8.გამოვიტანოთ მაცივრიდან, მარლის კუთხეები მოვაშოროთ, გადავატრიალოთ ფორმა, ფრთხილად მოვაშოროთ მარლა.მოვრთოდ თქვენი გემოვნებით ![]() ბედნიერ აღდგომას გისურვებთ! 7062 9-ს მოსწონს
|