x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135788
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510178
ბოლნისთან სუ-25 ჩამოვარდა,პილოტი სამწუხაროდ დაიღუპა
image

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა.


„სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.



შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ დისველთან მოხდა, თუმცა, იმის გამო, რომ დაღუპულის ოჯახის წევრი არ იყო ინფორმირებული, ინფორმაციის გამოქვეყნებისგან თავი შევიკავეთ."-ნათქვამია განცხადებაში.













0
93
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0