საბუნებისმეტყველო "მსოფლიოში ყველაზე სე@სუალურ მეცნიერს" სწყინს ეს მეტსახელი 2 ივლისი, 12:03 ამერიკელმა მკვლევარმა, მწერალმა და ბიკინის მოდელმა როზი მურმა, რომელიც ცნობილია როგორც „მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მეცნიერი“, ამ შერქმეული მეტსახელის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ Daily Star წერს.
28 წლის მური ჩივის რომ 2022 წლიდან მის შესახებ ქვეყნდება „უამრავი სტატია“. თავდაპირველად ამერიკელი ცდილობდა ამასთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ შემდეგ მას მედიაში გამუდმებით მოიხსენიებდნენ"მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მეცნიერის" სახელით. "მეგონა, რომ ეს ჩემს კარიერას გაანადგურებდა. როდესაც პირველად გამოჩნდა მასზე სტატია სათაურით"ყველაზე სექსუალური მეცნიერი მსოფლიოში", მე უბრალოდ ავტირდი. მეგონა, რომ სერიოზულ თემების გამო იღებდნენ ჩემგან ინტერვიუს“, – გაიხსენა როზი მურმა. თუმცა, დროთა განმავლობაში, იგი ნელნელა შეეგუა თავის მეტსახელს. მკვლევარმა აღნიშნა, რომ მას გოგონები წერილებს უგზავნიდნენ სადაც აღნიშნავდნენ, რომ ასევე სურდათ ბიოლოგიის შესწავლა, რათა მისნაირები ყოფილიყვნენ.გარდა ამისა, მურმა თავისი დიდების გონივრულად გამოყენება დაიწყო. „მოდით გავხადოთ მეცნიერება პოპულარული. ამან მომცა საშუალება ჩავერთულიყავი იმ ცხოველების დაცვაში, რომლებიც ადამიანებს არ მოსწონთ. მაგალითად, ზვიგენები, ”- თქვა მან. ხალხმა გამოთქვა თავისი აზრი კომენტარებში. „სანამ OF (OnlyFans) არ ამოტივტივდება, ვფიქრობ, რომ თქვენს კარიერას საფრთხე არ ემუქრება“, - დაწერა ერთმა კომენტარში. ბევრი თაყვანისმცემელი საკმაოდ თბილად საუბრობს მურზე, ერთმა მამაკაცმა დაწერა: „მე გავუზიარე შენი გვერდი ჩემს ქალიშვილს და ის შეყვარებულია შენზე... მას სჭირდება რეალური ცხოვრებისეული მაგალითები და თუ მოინდომებს, მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, . გმადლობთ თქვენი კონტენტისათვის." გულწრფელი შეტყობინების საპასუხოდ მურმა უპასუხა: „დიდი მადლობა, ვაფასებ მხარდაჭერას“. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ როზი მურს სიცოცხლისთვის საშიში ცხელება დაემართა. იგი დაავადდა სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობის დროს. შარშან როზი მურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც იგი ვეფხვისებრ ზვიგენთან ერთად დაცურავს. 470 2-ს მოსწონს
|