x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138969
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
პირამიდები წარღვნას გადაურჩა და 5 ათასი წლის შემდეგ, ეგვიპტელებმა მიითვისეს...

გიზის მთელი ტერიტორია, წარღვნის დროს, წყალქვეშ აღმოჩნდა — ამტკიცებენ მეცნიერები და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სფინქსი და პირამიდები ერთი და იგივე პერიოდშია შექმნილი, ისიც წყალქვეშ უნდა აღმოჩენილიყო... და უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, მეცნიერება ამ ვერსიის მტკიცებულებიც მოიპოვეს.


image


მათ შორის — ძეგლის ეროზიის მიზეზის ანალიზი არის, რომლის არ შემჩნევა, ობიექტის ფოტოსურათებზე კი შეუძლებელია. მაგ., სფინქსის მოტეხილი ცხვირი იმაზე მიუთითებს, რომ ქვა ჯერ დასველდა, ხოლო შემდეგ, ეგვიპტის უდაბნოს ცხელ პირობებში, კარგად გამოშრა.

პალეოგეოგრაფიის მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი გამყინვარება დედამიწის ჩრდ. ნახევარსფეროში 110 ათასი წლის წინ დაიწყო და 8-10 ათასი წლის წინ დასრულდა. სწორედ გამყინვარების დასრულებას ემთხვევა მსოფლიო წარღვნის პერიოდი, რომელიც ერთმანეთისგან ათობით ათასი კმ-ის დაშორებით მცხოვრები, სხვადასხვა ხალხების უძველეს წერილობით წყაროებშია ასახული. მაგ., ებრაულ, ბაბილონურ, ძველ ბერძნულ, ჩინურ, ინდურ, ავსტრალიურ და ფინურ-უნგრულ მითებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სიუჟეტი მეორდება და სავარაუდოდ, პირველწყარო ბაბილონური და ებრაული მითები უნდა იყოს. ამასთან, წარღვნა, ყოველთვის ღმერთის სასჯელად არ განიხილება. ინდურ, ჩინურ და ავსტრალიელი აბორიგენების მითებში, ის ადამიანების ცოდვებს კი არა, წყლის სტიქიის აბობოქრებას უკავშირდება. რაც სამეცნიერო ენაზე, მსოფლიო ოკეანის დონის აწევას ნიშნავს.

და რადგან წარღვნა, დაახლოებით 10 000 წლის წინ მოხდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირამიდები ეგვიპტური ცივილიზაციის მიერ იყოს აშენებული, * რადგან ოფიციალური მონაცემებით, მისი აღმოცენება, წარღვნიდან, მხოლოდ 5 ათასი წლის შემდეგ მოხდა. ამ ფაქტს ისიც ემატება, რომ გიზის დიდი პირამიდა (ხეოფსის პირამიდა) ზუსტად ჩრდილოეთის მიმართულებაზეა ორიენტირებული — ცდომილება მხოლოდ 1/60 გრადუსს შეადგენს. ხოლო, იმისთვის, რომ ასე ზუსტად მოხდეს ნაგებობის ორიენტირება, მხოლოდ კომპასი საკმარისი არ არია, ამბობენ ექსპერტები: ჯერ ერთი — დედამიწის მაგნიტური პოლუსები არ ემთხვევა გეოგრაფიულ პოლუსებს და მეორე, — პლანეტის მაგნიტური პოლუსები გამუდმებით «ხეტიალობენ».



* უკანასკნელი კვლევების შედეგად კი, რომელიც 2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში, წყლის ეროზიის დათარიღების მოწინავე მეთოდის გამოყენებით ჩატარდა, გაირკვა რომ, სფინქსის ბლოკები და გიზის პირამიდები, ძლიერი წვიმის ზემოქმედებას ჯერ კიდევ 16-17 ათასი წლის წინ განიცდიდნენ. ანუ, თეორიულად, ეს ნაგებობები, იმ პერიოდში უკვე არსებობდა. ხოლო, ყველა დეკორაცია და ეგვიპტური სიმბოლოები, ბევრად უფრო გვიან, ამ ტერიტორიაზე ეგვიპტის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ გაჩნდა... და ასეთი დასკვნა, რა თქმა უნდა, აკადემიური მეცნიერების წარმომადგენლებს არ მოსწონთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სული უკვდავია და სიკვდილის ზღურბლს მიღმა – სიცოცხლე არსებობს

* მან 4 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და ჩემპიონი 3–ჯერ გახდა

* როდის გაჩნდა შეერთებულ შტატებში, მთელი მსოფლიოს მართვის იდეა?

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
463
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0