x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
როგორ ტრანსფორმირდა სელენა გომესის ფიგურა 10 წელიწადში, თუმცა მან თავსი არასრულყოფილი სხეული მიიღო

image


2013 წლიდან "Disney"-ის ვარსკვლავის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა. ცოტა ხნის წინ, სელენამ თავისი იმ პერიოდის კადრები გააზიარა და ის დღევანდელობას შეადარა. როგორც ჩანს, 31 წლის სელენამ საკუთარი სხეულის მიღების ყველა ეტაპი გაიარა.


image


2015 წელს გომესს მძიმე აუტოიმუნური დაავადება- სისტემური წითელი მგლურა დაუდგინეს, ორი წლის შემდეგ კი მას თირკმლის გადანერგვაც დასჭირდა. დაავადების სამკურნალო საჭირო მედიკამენტებს გვერდითი ეფექტი - წონის მატება აღენიშნება. ნებისმიერი ცნობადი სახისთვის კი გარეგნობის ასეთი ცვლილება კატასტროფული იქნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთი მშვენიერი აღნაგობის ახალგაზრდა გოგონასთვის, როგორიც მაშინ სელენა გომესი იყო.


image


ზედმეტი კილოგრამების გამო მას გარკვეული პერიოდი საკუთარი თავის მიუღებლობაც ჰქოდა, ის საკუთარ თავს გამუდმებით სხვა ცნობილ ადამიანებს ადარებდა, რაც მას გარკვეულ ტანჯვას ანიჭებდა. ცეცხლზე ნავთს კი "ჰეითერების" მუდმივი ნეგატიური კომენტარები ასხამდა. მომღერლის თქმით, მენტალური პრობლემებისგან თავის დაღწევაში მას სწორედ სოციალურ ქსელებზე უარის თქმა დაეხმარა, დროთა განმავლობაში სელენა მიხვდა რომ მას საკუთარი თავი ისეთი უნდა ჰყვარებოდა როგორიც იყო.


image


"მინდოდა საკუთარი თავისთვის სარკეში მეყურა და თავდაჯერება მეგრძნო. სოციალური ქსელებზე უარის თქმა იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სიძულვილი და სხვებთან შედარების მომენტები მაშინვე გაქრა, როგორც კი ტელეფონი გვერდით გადავდე, თუმცა მაქვს მომენტები, როცა ეს გრძნობა კვლავ მიბრუნდება, მაგრამ ახლა ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს". გომესმა ცოტა ხნის წინ, პირად ბლოგზე ორი ფოტო გააზიარა: ერთ-ერთ ფოტოზე სელენა 10 წლის წინ არის გადაღებული, მეორეზე კი - ახლა. მართლაც, მსახიობის გარეგნობა წლების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა, თუმცა მომღერალმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის შინაგან მდგომარეობაზე გარე მეტამორფოზებს გავლენა არ მოეხდინა.


image


მან ფოტოებს ასეთი მინაწერი გაუკეთა: "დღეს მივხვდი, რომ ისეთი ვეღარასდროს ვიქნები... მე არ ვარ სრულყოფილი, მაგრამ ვამაყობ იმით, ვინც ვარ... ხანდახან მავიწყდება, რომ იყო შენი თავი - ეს ნორმალურია". ის, რომ სელენა არ ჯდება მოდელის სილამაზის სტანდარტებში, მას ხელს სულაც არ უშლის წარმატებით ითამაშოს ფილმებში (ცოტა ხნის წინ, ის თვალისმომჭრელად ბრწყინავდა "ოქროს გლობუსზე", სადაც სერიალი "Only Murders in the Building"-ი წარადგინა), მიიღოს ჯილდოები, დაკავდეს საქველმოქმედო საქმიანობით და განავითაროს საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი "Rare Beauty". როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სელენა "პროდუქტის განვითარების ყველა ეტაპზე" მონაწილეობს. გარდა ამისა, "Rare Beauty"-ის ყველა პროდუქტიდან შემოსული 1%-ი სპეციალურ ფონდს გადაეცემა, რომელიც ფსიქოლოგიური დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას ხმარდება.



image


თუმცა, არც წარმატება და არც თავდაჯერებულობა დახმარებია სელენას წარსულის აჩრდილისგან თავის დაღწევაში: ჯასტინ ბიბერთან მტკივნეული ურთიერთობა და შემდეგ მასთან საბოლოო განშორების აჩრდილი გოგონას დღემდე თან სდევს. გომესი ძალისხმევას არ იშურებს ბიბერის "მუდმივი" გოგოს სტიგმისგან გასათავისუფლებლად. ჰეილი და სელენა ნეგატიურ კომენტარებს დღემდე იღებენ, მათ მუდმივად ადარებენ და ორივე მათგანს ერთმანეთის პრიზმით განიხილავენ.


image


საბედნიეროდ, სელენა გომესი ამას გაუმკლავდა: გასული წლის მარტში ის და ჰეილი შერიგდნენ. გომესმა გამომწერებს მოუწოდა შეეწყვიტათ მუსიკოსის ცოლის ბულინგი, რის შემდეგაც გოგონებმა ერთობლივი ფოტოც კი გაავრცელეს, რომელზეც ერთმანეთს თბილად ეხუტებოდნენ.






0
326
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
326