x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
სად შეხვდნენ სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენი

528387.jpg?/sofi-loreni-da-sergo-zaqariaZe-moskovi-1965-weli.jpg

სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენი ერთმანეთს პირველად სცენაზე, დაჯილდოების ცერემონიალზე შეხვდნენ. ორივე მსახიობი კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ბევრი ისაუბრეს, ერთადაც ივახშმეს და რამდენიმე სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
ამბობდნენ, რომ მსოფლიოში უცნობილესმა და ულამაზესმა ქალმა, სოფი ლორენმა თავად მოისურვა სახელოვან ქართველ მსახიობთან ფოტოს გადაღება. მოგვიანებით, როცა სერგო ზაქარიაძე თბილისში დაბრუნდა, ტელევიზიაში შეხვედრა მოუწყვეს და კინოფესტივალის შთაბეჭდილებებზე ჰკითხეს. რა თქმა უნდა, არც სოფი ლორენი დავიწყებიათ - ალბათ სიამოვნებით ითამაშებდით ამ ლამაზ ქალთან ერთადო.
მე მსახიობი ვარ და ყველა ჩემს კოლეგასთან, ქართველთან, რუსთან თუ ფრანგთან სიამოვნებით ვიმუშავებ. თუმცა, სოფისთან თამაშზე არ ვიოცნებებ, რადგან მე ისეთ მსახიობებთან მითამაშია, როგორებიც ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილია. მოსკოვიდან დაბრუნებულ სერგო ზაქარიაძეს, მეგობრები, კოლეგები თუ უბრალოდ გამვლელები მოსვენებას არ აძლევდნენ: მართლა ისეთი ლამაზია სოფი, როგორიც ეკრანზე ჩანსო, რაზე ისაუბრეთო და სხვ. ბევრიც შენატროდა ქართველ ბუმბერაზ მსახიობს: ნეტავ მაშინ შენს ადგილას მამყოფაო.
თავად სერგო ზაქარიაძე კი ამ შეხვედრის შესახებ ბევრს არაფერს ამბობდა, მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ სოფი მართლაც ულამაზესი და უშუალო ქალია, მაგრამ ქართველებს სილამაზე სხვაგან საძებარი არ გვაქვსო.

0
108
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0