x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135757
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510140
კიმ კარდაშიანი მერილინ მონროს იმიჯს ვერ ეშვება(ფოტოები)
image

კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე " კადრები გამოაქვეყნა ახალი ფოტოსესიიდან . რეალითი სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი თეთრ პარიკში პოზირებს, რის გამოც მომხმარებელებს უმალ მერილინ მონრო მოაგონა, თან რამდენიმე ნიუანსით: ლეოპარდის პრინტით საცურაო კოსტუმი და ნიღაბი, "შიშველი" ბადე-კაბა, მინიკაბა, ფუმფულა ბეწვის ქურთუკი და სხვა.

image


ტელეპერსონა უბრალოდ შეპყრობილია 50-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავით.


როგორც ჩანს, მერილინ მონროს იმიჯს კიმ კარდაშიანი ვერ ეშვება.

image

სავარაუდოდ ტელედივა ვერაფრით ეგუება იმ აზრს, რომ ის საერთოდ არ ჰგავს 1950-იანი წლების ამერიკის კერპს.

image

კიმმა არაერთხელ სცადა ვარსკვლავის მიბაძვა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გაწბილებული დარჩა. ყველას ახსოვს, როცა მან მოირგო მერილინ მონროს ის ცნობილი კაბა, რითაც მან პრეზიდენტ კენედის მიულოცა 45-ე დაბადების დღე და სექსუალურად წაიღიღინა «Happy Birthday, Mr. President», ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ კარდაშიანმა თავის უზომო უკანალის წყალობით გაარღვია ძვირფასი ლეგენდარული სამუზეუმო კაბა.

image

მაგრამ კარდაშიანი ასე მარტივად არ ნებდება, დროდადრო აწყობს ფოტოსესიებს 50-იანი წლების ქერა ლამაზმანის იმიჯით.


როგორც ჩანს, მისი ბოლო ფოტოსესია ამავე სერიიდანაა, თუმცა გამჭვირვალე კაბას ლეოპარდის პრინტის ტრუსებიც დაემატა.

image

ინტერნეტმომხმარებლებს რეალურად დიდად არ გაჭირვებიათ გამოეცნოთ, თუ ვის გამოსახვას ცდილობდა კიმი ამ ფოტოსესიაში.

image

თუმცა ქსელის ექს-საბჭოთა სეგმენტს კარდაშიანია ამ იმიჯმა ირინა ალეგროვა მოაგონა მის საუკეთესო წლებში.

0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0