x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135743
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
აშშ-ში აკრძალეს კომუნისტური პარტია, პირველი გეების მარში და სხვები - 10 საინტერესო ფაქტი, რომელიც 1 ივლისს მოხდა
image

1200 წლის 1 ივლისი:ჩინური წყაროების მიხედვით პირველი მზის სათვალე 1200 წლის 1 ივლისს იქნა გამოყენებული. ჩინელები შუშას კვამლით აშავებდნენ და ისე იყენებდნენ, რათა მათი ფიქრები თვალებიდან არ ამოეცნოთ. მზის სათვალეს დიდი ხნის მანძილზე მოსამართლეები სასამართლო პროცესებზე იყენებდნენ.



1911 წლის 1 ივლისი: პოლონელმა ბიოქიმიკოსმა კაზიმირ ფუნკმა ქიმიური ინგრედიენტების აღწერისას პირველად გამოიყენა სიტყვა „ვიტამინი“.



1943 წლის 1 ივლისი : ქალაქი ტოკიო ამავე სახელწოდების პრეფექტურას შეუერთდა და როგორც ქალაქმა შეწყვიტა არსებობა.ოფიციალურად ტოკიო არ არის ქალაქი, ის იაპონიის ერთ-ერთი პრეფექტურაა. მთლიანად შედგება 62 ადმინისტრაციული ერთეულისაგან: ქალაქები, დასახლებები და სოფლები. სულ შედგება 23 სპეციალური რაიონისაგან, რომელიც დაარსებიდან, ანუ 1889 წლიდან 1943 წლამდე შეადგენდა ტოკიოს ადმინისტრაციულ ერთეულს. დღეისათვის, უკვე ყველა სპეციალური რაიონი გათანაბრებულია ქალაქთან და ყველას ჰყავს საკუთარი მერი და საქალაქო საბჭო.


image

1952 წლის 1 ივლისი : საზოგადოებრივი მოძრაობა მაკარტიზმის ზეგავლენით აშშ-ში აიკრძალა კომუნისტური პარტია.


1969 წლის 1 ივლისი: დანიაში, მსოფლიოში პირველად დაკანონდა პორნოგრაფიული პროდუქციის შექმნა და გავრცელება.


1972 წელი : პირველი გეი-პრაიდ მარში შედგა ინგლისში, ლონდონის ჰაიდ პარკში.

image


1976 წლის 1 ივლისი: პორტუგალიამ კუნძულ მადეირას ავტონომია მიანიჭა.

image

1991 წლის 1 ივლისი: ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია (ვარშავის პაქტი) ოფიციალურად დაიშალა.


.


2000 წლის 1 ივლისი : დანიისა და შვედეთის შემაერთებელი ორესუნის ხიდი გაიხსნა მგზავრთათვის.კომბინირებული ხიდ-გვირაბი ერესუნის უბეზე ორხაზიანი რკინიგზითა და ოთხხაზიანი საავტომობილო გზით. ეს არის ყველაზე გრძელი კომბინირებული ხიდ-გვირაბი ევროპაში.

image


2012 წლის 1 ივლისი:ესპანეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ფინალში ანგარიშით 4:0 დაამარცხა იტალიის ნაკრები და ევროპის ჩემპიონი გახდა.


image

0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0