x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
არ დაიჯერებთ, მაგრამ ტელევიზორის დინსტანცურ პულტს 60 წელი შეუსრულდა
image

ტელევიზორის პირველი დისტანციური მართვის პულტი შეიმუშავა ევგენი პოლიმ, ამერიკული კომპანია Zenith Radio Corporation-ის თანამშრომელმა 1950-იანი წლების დასაწყისში. ტელევიზორს უერთდებოდა კაბელით. 1955 წელს კი შეიქმნა Flashmatic უკაბელო დისტანციური მართვის პულტი, რომელიც ეფუძნებოდა სინათლის სხივის გაგზავნას ფოტოელემენტისკენ. სამწუხაროდ, ფოტოელემენტი ვერ განასხვავებდა დისტანციური მართვის შუქს სხვა წყაროებისგან. ამიტომ პრობლემები იქმნებოდა გარდა ამისა, საჭირო იყო დისტანციური მართვის ზუსტად მიმღებისკენ მიმართვა.

image


ოფიციალურად კი დისტანციური მართის პულტის დაბადების დღედ ითლება 1964 წლის 29 ივნისი.



ამერიკელმა გამომგონებელმა რობერტ ადლერმა შექმნა დისტანციური მართვის პულტი ტელევიზორებისთვის ეს იყო დისტანციური მართვის პანელი, რომელიც დაკავშირებული იყო კაბელით რადიო მიმღებთან. დისტანციური მართვის ღილაკზე დაჭერით იკვრებოდა აქტივატორის კვების წრე. სხვათა შორის, ადლერმა თავისი გამოგონებიდან მხოლოდ ერთი დოლარი გამოიმუშავა.


დისტანციური მართვის პულტი არის ელექტრონული მოწყობილობა დისტანციური მართვისთვის.. სტრუქტურულად, დისტანციური მართვის პულტი, როგორც წესი, არის პატარა ყუთი, რომელიც შეიცავს ელექტრონულ სქემას, სამართავ ღილაკებს და ენერგიის ავტონომიურ წყაროს. ფართოდ გამოიყენება საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობების დისტანციური მართვისთვის: ტელევიზორები, კონდიციონერები და სხვა აუდიო-ვიდეო აღჭურვილობა.

image

ასეთი სქემა შეიცავდა საკმაოდ მოცულობით ელექტრონულ ნაწილს და მომხმარებელი მიბმული იყო მოწყობილობაზე გარკვეული სიგრძის ელექტრული კაბელით. დისტანციური მართვის გამომგონებელი არის რობერტ ადლერი, თუმცა ერთ-ერთი პირველი ნიმუში შემოგვთავაზა ნიკოლა ტესლამ ჯერ კიდევ 1893 წელს.


ასევე ლამპური რადიოების დისტანციური მართვის დანერგვის პირველი მცდელობები გაკეთდა 1930-იანი წლების ბოლოს გერმანიაში.


ადლერი თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობდა - 1941 წლიდან 1999 წლამდე - Zenith Corporation-ში. სწორედ Zenith-მა შექმნა ტელევიზორის პირველი დისტანციური მართვის პულტი 1950 წელს. ამ სადენიანი დისტანციური მართვის პულტს ერქვა "ზარმაცი" და საშუალებას გაძლევდათ მხოლოდ ჩაგერთოთ და გამორთოთ ტელევიზორი, ასევე შეცგეცვალათ არხები. 1956 წელს ადლერის წინადადებით გამოვიდა Space Command უკაბელო დისტანციური მართვის პულტი, რომელიც გადასცემდა საკონტროლო სიგნალებს ულტრაბგერითი საშუალებით.

image

უფრო დახვეწილი დისტანციური მართვის მოდელებისკენ სწრაფვა 70-იანი წლების ბოლოს იწყება, როდესაც BBC-მ შექმნა ტელეტექსტი. შეიქმნა დისტანციური მართვის პულტი ტელეტექსტის გვერდის არჩევის, ტექსტსა და სურათს შორის გადართვის და ხმის, სიკაშკაშისა და ფერის რეგულირების შესაძლებლობით.


რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, ეს ფუფუნება საკმაოდ გვიან .მხოლოდ 1985 წელს დადგა, ლიტვურ ტელევიზორ "შილიალისზე", რომელიც მუდამ დეფიციტში იყო, ასევე ბევრმა შეიძლება არც იცოდა, რომ 1970-1980-იან წლებში გამოშვებულ ტელევიზორებს ჰქონდა სპეციალური როზეტი წარწერით ДУ(დისტანციური მართვა), ანუ ცალკე უნდა გეყიდათ კაბელიანი მართვის პულტი, რომელიც საკმაოდ ძვირი იყო და ამასთანავე ძნელად იშოვებოდა.

image

0
40
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0