ფოტოგრაფია უცნაური, სახალისო და საინტერესო ფოტოები 3 ივლისი, 8:26 1. სამოთხის გველი სამოთხის გველი — გველის სახეობა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობს. ისევე, როგორც Chrysopelea–ს გვარის ყველა გველს, მას საპლანერო ფრენა შეუძლია. უფრო ხშირად, ნოტიო ტყეებში გვხვდება და შეუძლია, ჰორიზონტალურად, ერთი ნახტომით, 10 და მეტ მეტრზე გადაადგილება. ის გადასახტომად, ყოველთვის ხის წვერზე ადის. 2. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რომაული მოზაიკის იატაკი ანთაქიაში (თურქეთი), აღმოაჩინეს სასტუმროს მშენებლობის დროს. ხოლო ეს, დეფორმაციის ეფექტი, მიწისძვრამ გამოიწვია. 3. «თოვლის ფერია» — იგივე სიმუ ენაგა. მისი ზღაპრული გარეგნობის და პატარა ზომის გამო (15 სმ. არის კუდის ჩათვლით), იაპონელებმა მას, მეტსახელად, «ფერია» შეარქვეს. 4. Greta Oto — შუშის პეპელა. ეს სამხრეთ ამერიკული პეპლის სახეობა, გამჭვირვალე ფრთებით. მისი ფრთების სიგრძე, შლაზე, 6 სმ–ს შეადგენს. 5. ერთმა ჯოხი მოიტანა, მეორე «მიეხმარა» 6. ბუნების სისასტიკეა! გაზონის ფლამინგოებმა ტირანოზავრი რამდენიმე წამში «გაანადგურეს» 7. ალბათ, ერთმანეთი ვერც დაინახეს... 8. ასე გამოიყურება პატარა რვაფეხა კვერცხში 9. ლურჯ-ფეხება ბობი. ბინადრობს ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ტროპიკულ წყლებში, კალიფორნიის ნ–კუნძულიდან —პერუმდე რაც უფრო ლურჯია მამრის თათები, მით უფრო პოპულარულია ის მდედრებში, რადგან ასეთი ფერი, კარგი იმუნიტეტის ნიშანია. რაც შეეხება, თათების ასეთ უჩვეულო შეფერილობას, მიზეზი — «თევზის დიეტაა». 10. ხელოვნება საუკეთესო სახით 11. გინახავთ ოდესმე ფეხმძიმე ციყვი? 12. ტატუ, რომელიც იარის იდეალური დანამატია 13. საჭირო მომენტში გადაღებული ფოტო: ეს აისბერგია, რომელიც სახლის გვერდით მოცურავს. გადაღებულია გრენლანდიაში 14. კეთილი ფისუნია ❤️❤️❤️ სირგა 2012 წლის 25 თებერვალს მეცხოველეობის ტერიტორიებზე, ე. წ. «პრობლემური ცხოველების» ნაკრძალში დაიბადა. მის გამოკვებაზე დედამ უარი თქვა და მაშინ, ლომის ბოკვერზე ზრუნვა, ველური ბუნების ენთუზიასტმა ვალენტინ გრუენერმა დაიწყო. პატარა ლომსა და ადამიანს შორის, მჭიდრო სულიერი კავშირი ჩამოყალიბდა და სწორედ მაშინ გაუჩნდა სირგას ვალენტინის ჩახუტების ჩვევა. 15. ალასკას ხის ბაყაყი ზამთარში იყინება. ხოლო, გაზაფხულზე დნება და ისევ ხტუნვას იწყებს ბაყაყი ანაბიოზში 7 თვის მანძილზე იმყოფება. მის ორგანიზმში არსებული წყლის 65% იყინება. ხოლო ცოცხალი, სხეულში არსებული კრიოპროტექტორების წყალობით რჩება — ეს სითხეა, რომელიც წყლის გაყინვის ტემპერატურას ამცირებს. 16. თაფლაკვერა კაცუნას ანატომია 17. 220 მლნ. წლის გაქვავებული მორის თვალწარმტაცი ახლო ხედი. «გაქვავებული ტყის» ეროვნული პარკი. (არიზონა, აშშ) 18. ჟაბოტიკაბა (ბრაზილიური ყურძნის ხე), სამხ. ამერიკიდან. მისი ნაყოფი პირდაპირ ღეროზე და ტოტებზე იზრდება და საგემოვნო თვისებებით, მოცვის იოგურტის მოგაგონებთ. 19. 8 აგურის ბანქოზე, ცენტრში, 8–იანი თუ შეგიმჩნევიათ? 20. ობობა–მგელი, თავის პატარებთან ერთად ჩვეულებრივ, ობობას 40–მდე შვილი ჰყავს და ისინი დედასთან მანამდე რჩებიან, ვიდრე საკვების მოპოვებას დამოუკიდებლად არ ისწავლიან. ასე, რომ, როდესაც დედა ობობა ერთო ადგილიდან მეორეზე გადადის, მხოლოდ თვალები უჩანს. 21. მშვენიერი ადგილია, საკუთარ პრობლემებზე დასაფიქრებლად... 22. მუშები ექსტრემალურ საფეხმავლო ბილიკს აკეთებენ შინიუჟაის ეროვნულ გეოლოგიური პარკში, ჩინეთი 23. აქ უკანა ფონი უფრო მნიშვნელოვანია... 24. თევზი «გადაარჩინა» და სახლში მიჰყავს 25. ორანგუტანმა ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდა ინდონეზიელი ფოტოგრაფი ანილ პრაბხაკარი, ორანგუტანების პოპულაციის დაცვის ფონდის (ფონდი 1991 წელს დაარსდა. ამჟამად იქ 400-მდე თანამშრომელია, რომელიც, დაახლოებით, 650 ორანგუტანზე ზრუნავს. რედ.) ტერიტორიაზე, უჩვეულო მომენტის მოწმე გახდა. კერძოდ, მან დაინახა და კამერით დააფიქსირა, თუ როგორ შეეცადა პრიმატი, ადამიანს დახმარებოდა. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* პირამიდები წარღვნას გადაურჩა და 5 ათასი წლის შემდეგ, ეგვიპტელებმა მიითვისეს...* მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სული უკვდავია და სიკვდილის ზღურბლს მიღმა – სიცოცხლე არსებობს* მან 4 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და ჩემპიონი 3–ჯერ გახდა* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?602 2-ს მოსწონს
|