x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გარეგნობაში არსებული დეფექტები, რომელთა დამალვასაც სელებრითები ყველანაირად ცდილობენ
image


კაილი ჯენერი - შრამი



image


ახალგაზრდა მილიარდერი საგულდაგულოდ მალავს თავის დიდ ნაწიბურს მარცხენა ფეხზე. "ხუთი წლის ვიყავი, როცა ჩემს დასთან ერთად დამალობანას ვთამაშობდი", - გვიზიარებს შრამის გაჩენის ისტორიას კაილი. მის თქმით, მას თამაშისას ღობეზე გადაძრომა მოუწია, რის შემდეგაც დაეცა და მარცხენა ფეხი რკინის წვერმა დაუზიანა.





ბრიტნი სპირსი - ფეხის თითები


image


2000-იანი წლების დასაწყისში ჯეი ლენოს შოუში ბრიტნიმ აღიარა თუ რა არ მოსწონდა მას საკუთარ თავში. გადაცემაში მომღერალმა საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა თავის ფეხის ძალიან დიდ თითებზე. შოუს წამყვანს მან ასევე ის ცერა თითიც უჩვენა, რომელიც მას განსაკუთრებით არ მოსწონდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოპ- მომღერალს ფეხის ცერა თითზე წარმონაქმნი ჰქონდა, რომელიც წარმატებით მოაცილეს. ახლა ალბათ, ბრიტნის უკვე ფეხის თითებთან დაკავშირებით აღარანაირი კომპლექსი აღარ აწუხებს!





შაკირა - ფიგურა


image


პოპულარულ მომღერალსა და მოცეკვავეს, რომელიც ახლა საყვარელ მამაკაცთან დაშორებას განიცდის, საკუთარი ფიგურა საერთოდ არ მოსწონს. "ფიქრობთ, რომ ადვილია ჩემთვის ვიდეოკლიპებში ჩემი სხეულის ჩვენება? სინამდვილეში, მე ძალიან მორცხვი ვარ, "- აღიარებს შაკირა, "თუმცა სამუშაო მოითხოვს ვიყო თავისუფალი და მიმზიდველი". ვარსკვლავის თქმით, ერთადერთი რისი ჩვენებაც მას არ რცხვენია - მუცელია.




პერის ჰილტონი - ფეხის ზომა


image


"მე საშინლად არ მომწონს ჩემი სხეულის ერთი ნაწილი - ტერფები. ისინი ძალიან დიდია, "- აღიარებს მსახიობი, რომლის ფეხის ზომაც 43-ია. ბევრ ინტერვიუში პერისი ამბობს, რომ ეს მისი მთავარი ნაკლია, ხოლო მის დასამალად ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას ირჩევს, ამ მიზეზით ბევრი ცნობილი დიზაინერი მხოლოდ მისთვის, ინდივიდუალურად ქმნის ფეხსაცმელს.




ჯენიფერ ლოურენსი - მკერდი


image


ინტერვიუებში ჯენიფერი ხშირად ახსენებს თავის "ცვალებად" მკერდს. დიახ, დიახ ზუსტად ამ ფორმულირებით! 2013 წელს მსახიობმა განაცხადა: "ჩემი მკერდი თავისი დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს. ერთხელ დაჯილდოებაზე კაბა უნდა ჩამეცვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ ღამეში მკერდი ორ ზომით გამეზარდა". კიდევ ერთი დეტალი, რომლითაც სელებრითი უკმაყოფილოა - ბუნებრივი ასიმეტრიაა.







0
150
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
150